ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსი
დასაქმებასრული განაკვეთი
ფორმატიადგილზე
გამოცდილება3 წელი
ვადა21.10.2026
ხელფასიკვალიფიკაციის შესაბამისად
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:30
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
საბანკო ან საფინანსო სექტორში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 2 წელი ხაზინის, აქტივ-პასივების მართვის, ლიკვიდობის მართვის, სავალუტო ოპერაციების ან ფინანსური ბაზრების მიმართულებით;
ლიკვიდობის მართვის, ფულადი ნაკადების პროგნოზირებისა და ბანკის მოკლე და გრძელვადიანი ფინანსური საჭიროებების დაგეგმვის ცოდნა;
აქტივ-პასივების მართვის, საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო რისკების შეფასებისა და მართვის ცოდნა;
ფულის ბაზრის, სავალუტო ოპერაციებისა და ფასიანი ქაღალდების ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა;
საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნების, მათ შორის ლიკვიდობის კოეფიციენტების, ღია სავალუტო პოზიციისა და სხვა შესაბამისი საბანკო ნორმატივების ცოდნა;
ფინანსური მონაცემების ანალიზის, ფინანსური მოდელირებისა და მენეჯერული ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა.
სასურველია:
ხელმძღვანელობითი ან საკოორდინაციო ფუნქციით მუშაობის გამოცდილება;
ბალანსის სტრუქტურის მართვის, ჰეჯირების ან წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კორესპონდენტ ბანკებთან ურთიერთობის გამოცდილება;
Bloomberg-ის, Reuters-ის ან სხვა ფინანსურ-საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
SWIFT-ის, RTGS-ის, შესაბამისი საბანკო სისტემებისა და IFRS-ის ცოდნა;
CFA ან FRM პროფესიული სერტიფიკატი.
რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
ხაზინის დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვასა და ყოველდღიური პროცესების მართვაში მონაწილეობა;
ბანკის ლიკვიდობისა და ფულადი ნაკადების მონიტორინგი, ანალიზი და პროგნოზირება;
აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის შეფასება და მათი ეფექტიანი მართვის რეკომენდაციების მომზადება;
სავალუტო პოზიციების, საპროცენტო განაკვეთისა და სხვა საბაზრო რისკების მონიტორინგი;
ფულის, სავალუტო და ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე განხორციელებული ოპერაციების კოორდინაცია და კონტროლი;
ეროვნული ბანკის შესაბამის ნორმატივებთან და ბანკის შიდა ლიმიტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ფინანსური ბაზრების ტენდენციების ანალიზი და მენეჯმენტისა და შესაბამისი კომიტეტებისთვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
კორესპონდენტ ბანკებთან, ფინანსურ კონტრაჰენტებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ხაზინის პროცესების გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის ინიციატივების მომზადება;
დეპარტამენტის დირექტორის ჩანაცვლება შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში.
პიროვნული უნარები:
ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა;
პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვა;
სწრაფად ცვალებად და სტრესულ გარემოში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
ეფექტიანი კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:
ბონუსი წლიური ფიქსირებული ანაზღაურების 350%-მდე, ბანკის ბონუსის პოლიტიკისა და ინდივიდუალური შედეგების შესაბამისად;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სატელეფონო სასაუბრო ლიმიტი;
საპენსიო შენატანი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას წარმოების მმართველი მენეჯერის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი FMCG კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე.