რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას წარმოების მმართველი მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სოფელი ყვიბისი სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
ბონუსი: წლიური ხელფასის 15%;
დამატებითი ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა;
კორპორატიული ტელეფონი;
ავტომობილი და საწვავის ხარჯების ანაზღაურება;
საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
კვება.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
უმაღლესი განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით;
საწარმოო მიმართულებით 8-10 წლიანი სამშაო გამოცდილება, მათ შორის 4–5 წელი წარმოების დირექტორის, წარმოების მენეჯერის, ქარხნის დირექტორის, საწარმოო ოპერაციების ხელმძღვანელის ან წარმოების უფროსის მოადგილის პოზიციაზე;
მსხვილი საწარმოო გუნდის მართვის გამოცდილება, სასურველია, გუნდი მოიცავდეს 50-ზე მეტ თანამშრომელს;
უწყვეტი, მრავალცვლიანი და მრავალპროდუქტიანი წარმოების სრული ციკლის მართვის გამოცდილება;
წარმოების დაგეგმვის, რესურსების განაწილებისა და საწარმოო გეგმის შესრულების უზრუნველყოფის გამოცდილება;
წარმოების ძირითადი მაჩვენებლების წარმადობის, ხარისხის, დანაკარგების, ნარჩენებისა და მოცდენის მონიტორინგისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
საწარმოო ხაზების მუშაობის პრინციპებისა და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
ხარისხის, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
მართვის მოწმობა.
მნიშვნელოვანია: პროცესების ოპტიმიზაციისა და უწყვეტი გაუმჯობესების მეთოდოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება Lean Manufacturing, Operational Excellence, FOS ან მსგავსი მიდგომები.
სასურველია: Lean Manufacturing, Six Sigma, Operational Excellence, HACCP, ISO 22000 ან FSSC 22000 მიმართულებით გავლილი ტრენინგები ან სერტიფიკატები
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
საწარმოო ოპერაციების სრული მართვა და უწყვეტი, მრავალცვლიანი წარმოების გეგმების დროულად შესრულების უზრუნველყოფა;
საწარმოო ხაზების მუშაობის, ტექნოლოგიური რეჟიმებისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
წარმოების ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი, წარმადობის გაუმჯობესება და დანაკარგებისა და მოცდენის შემცირება;
პროდუქციის ხარისხის, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
წყლის დამუშავების, CIP/COP დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცესების ზედამხედველობა;
დაახლოებით 140 თანამშრომლისგან შემდგარი საწარმოო გუნდის მართვა, ცვლების კოორდინაცია და ხელმძღვანელების განვითარება;
ინჟინერიის, ტექნიკური მომსახურების, ხარისხის, დაგეგმვისა და ლოგისტიკის გუნდებთან თანამშრომლობა საწარმოო პრობლემების გადასაჭრელად;
პროცესების გაუმჯობესებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროექტების კოორდინაცია;
საწარმოო დოკუმენტაციისა და მიკვლევადობის ჩანაწერების წარმოების უზრუნველყოფა, მენეჯერული ანგარიშგებისა და რეკომენდაციების მომზადება;
საწარმოო პროცესების წარდგენა უცხოელ სტუმრებსა და პარტნიორებთან პროფესიულ შეხვედრებში.
პიროვნული უნარები
ლიდერობა და დიდი გუნდის მართვის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება;
კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება;
შედეგზე, ხარისხსა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა;
გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
ორგანიზებულობა, დისციპლინა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
მაღალი დატვირთვის პირობებში ემოციური სტაბილურობა;
თანამშრომლების განვითარების, მოტივირებისა და ნდობის ჩამოყალიბების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი FMCG კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე.