HRSPACE-Black-logo
თბილისი

კომერციული დირექტორი თბილისი

დასაქმებასრული განაკვეთი
ფორმატიადგილზე
გამოცდილება5 წელი
ვადა26.10.2026
ხელფასი7000-10000 ₾

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

 

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან კომერციის მიმართულებით;
  • მინიმუმ 5- 6 წლიანი გამოცდილება კომერციული დირექტორის, კომერციული მენეჯერის, ბიზნესის განვითარების ან ქსელის დირექტორის პოზიციაზე;
  • ფინანსურ და ანალიტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული მართვის გამოცდილება;
  • მოგება-ზარალის ანგარიშგების (P&L), ბალანსისა და ფულადი ნაკადების ანალიზის ცოდნა;
  • ბიუჯეტირების, გაყიდვების, მარჟისა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის, განვითარების, მოტივაციისა და მიზნობრივი მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

მნიშვნელოვანია:

  • კომერციული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
  • შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების განვითარების გამოცდილება;
  • საცალო, ქსელური, საბითუმო და ონლაინ გაყიდვების მართვის გამოცდილება;
  • ფასწარმოქმნის, ძირითად კლიენტებსა და პარტნიორებთან მოლაპარაკებისა და მომგებიანი კომერციული პირობების შეთანხმების გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

 

ვაკანტური პოზიციის სამუშაო აღწერა:

  • კომერციული სტრატეგიის, გაყიდვების გეგმებისა და მომგებიანობის მიზნების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების დირექტორთან ერთად არსებული გაყიდვების არხების ეფექტიანი მართვა და ახალი არხების განვითარება;
  • საფასო პოლიტიკისა და კომერციული პირობების მართვა, გაყიდვების მოცულობისა და მარჟის კონტროლი;
  • ფინანსურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით კომერციული ბიუჯეტის მომზადება, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების მონიტორინგი;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა, ახალი ბაზრებისა და ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენა;
  • პროდუქტების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა და არსებული თუ ახალი პროდუქტების კვლევისა და ტესტირების კოორდინაცია;
  • ბრენდისა და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების ზედამხედველობა;
  • კომერციული პროექტების ვადების, ბიუჯეტისა და დაგეგმილი შედეგების შესრულების კონტროლი;
  • კომერციული საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების, მათ შორის სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების რეგლამენტის, შესრულების კონტროლი;
  • დაახლოებით 20–30 თანამშრომლისგან შემდგარი კომერციული გუნდის მართვა, მიზნებისა და KPI-ების განსაზღვრა, თანამშრომელთა განვითარება და მოტივაცია;
  • კომერციული შედეგების ანგარიშგება და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების წარდგენა.

 

პიროვნული უნარები:

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • დამოუკიდებლად და დასაბუთებულად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • შედეგსა და მომგებიანობაზე ორიენტირებულობა;
  • ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პროფესიული ეთიკა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:

  • წლიურ შედეგებზე დაფუძნებული პრემია;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.

 

გისურვებთ წარმატებას!

 


სხვა ვაკანსიები