რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სასტუმროსთვის ეძებს ხარჯთაღმრიცხველს (Cost Controller) გუდაურში
ადგილმდებარეობა: გუდაური
სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დამატებითი ბენეფიტები: ჯანრმთელობის დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება, საცხოვრებელი.
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
მნიშნველოვანია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
აუცილებელია ჰოსპიტალიტის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, ხარჯთაღმრიცხველის, ბუღალტერ-ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე;
აუცილებელია მატერიალის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
აუცილებელია სასტუმროს კვების მიმართულების ხარჯების აღრიცხვისა და კონტროლის გამოცდილება.
მნიშნველოვანია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა და ხარჯების შესაბამის კატეგორიასა და კოდზე გატარების პრინციპების ცოდნა.
მნიშვნელოვანია პროდუქციისა და ინგრედიენტების ცოდნა და მათი გამოყენების სპეციფიკის გაგება.
მნიშვნელოვანია მენიუსა და კერძების კალკულაციების ცოდნა.
მნიშვნელოვანია ინვენტარიზაციისა და მარაგების კონტროლის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება.
სასურველია ბრუტო და ნეტო წონის, დანაკარგისა და პროდუქციის გამოსავლიანობის პრინციპების ცოდნა.
სამუშაოაღწერილობა:
სასტუმროს ყოველდღიური ხარჯების დოკუმენტაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში გატარება;
ხარჯების სწორ კატეგორიასა და კოდზე გატარების კონტროლი;
ყოველდღიური ხარჯების აღრიცხვა და თვის ბოლოს შესაბამისი რეპორტის მომზადება;
შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და პროგრამული გატარებების გადამოწმება;
სასტუმროს კვების პროცესებზე ადგილზე დასწრება და პროდუქციის მოხმარების კონტროლი; საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს პროდუქციის ჩამოწერის პროცესის გადამოწმება;
ფაქტობრივი მოხმარების შედარება კალკულაციებთან, რეცეპტურასა და შესაბამის დოკუმენტაციასთან;
პროდუქციის რაოდენობის, გრამაჟისა და ჩამოწერის სისწორის კონტროლი;
გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინფორმაციის ხარჯების კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
ახალი კერძებისა და რეცეპტების კალკულაციების პროგრამაში შეყვანა და მონაცემების გადამოწმება;
საწყობების წერტილოვანი შემოწმება და ფაქტობრივი მარაგების სისტემურ მონაცემებთან შედარება;
შერჩევითი აღწერებისა და ყოველთვიური სრული ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა და დანაკლისისა და ზედმეტობის გამოვლენა;
შიდა გადაადგილებებისა და ტრანსფერების პროგრამულად გატარება;
ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ხარჯების რეპორტინგი;
HACCP-ის მოთხოვნებთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
განვითარებული ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
დაკვირვებულობა და შეუსაბამობების დროულად აღმოჩენის უნარი;
კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის მზაობა;
ახალი ინფორმაციისა და პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას წარმოების მმართველი მენეჯერის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი FMCG კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე.