HRSPACE-Black-logo
თბილისი

ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი

დასაქმებასრული განაკვეთი
ფორმატიადგილზე
გამოცდილება3-5 Years
ვადა21.10.2026
ხელფასი4000-5000 ₾

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე

 

სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:30

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საბანკო საფინანსო სფეროში;
  • მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვის, ოფიციალური პასუხების მომზადებისა და პროცესის სრული მართვის გამოცდილება;
  • მომსახურების ხარისხის პროცესებისა და სტანდარტების შეფასების, პრობლემების გამოვლენისა და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავების გამოცდილება;
  • მომხმარებელთა კვლევების, საჩივრებისა და სხვა უკუკავშირის მონაცემების ანალიზის გამოცდილება;
  • ანალიტიკური და მენეჯერული ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსურ სექტორში მოქმედი შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა.

მნიშვნელოვანია:

  • ფილიალებთან, ქოლცენტრთან, ციფრულ არხებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის გამოცდილება;
  • Mystery Shopping-ისა და მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • გარე კვლევით მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება.
  • რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.

 

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

  • მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის არსებული სისტემის, პროცესებისა და სტანდარტების შეფასება;
  • ფილიალებში, ქოლცენტრში, ციფრულ არხებში, საცალო და კორპორაციულ მომსახურებაში ხარისხის მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა საჩივრების მიღება, განხილვა, ოფიციალური პასუხების მომზადება და პროცესის სრული მართვა;
  • მომხმარებელთა კვლევებისა და Mystery Shopping-ის დაგეგმვა, გარე მომწოდებლების კოორდინაცია და შედეგების შეფასება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების, საჩივრებისა და სხვა უკუკავშირის მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
  • ბანკის მომსახურების პროცესების, პროდუქტებისა და მომხმარებლისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის შეფასება;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტების მართვა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
  • შიდა პოლიტიკების, მომსახურების სტანდარტებისა და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
  • მენეჯერული ანგარიშების, პრეზენტაციებისა და განყოფილების სამოქმედო პრიორიტეტების მომზადება.

პიროვნული უნარები:

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ემპათიურობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ყურადღება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
  • დიპლომატიურობა და რთული თუ კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ინიციატივიანობა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
  • სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობისა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღწევის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:

  • ბონუსი: წლიური ფიქსირებული ანაზღაურების 225%-მდე, ბანკის ბონუსის პოლიტიკისა და ინდივიდუალური შედეგების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სატელეფონო სასაუბრო ლიმიტი;
  • საპენსიო შენატანი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.

 

გისურვებთ წარმატებას!

 


სხვა ვაკანსიები