რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი FMCG კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
წლიური ბონუსი: წლიური ხელფასის 15%;
დამატებით: ჯანმრთელობის დაზღვევა;
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
უმაღლესი განათლება;
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შიდა კომუნიკაციების, თანამშრომელთა გამოცდილების, თანამშრომელთა ჩართულობის, HR პროექტების, მარკეტინგის ან ღონისძიებების მართვის მიმართულებით;
მნიშნელოვანია თანამშრომელთა ჩართულობის აქტივობებისა და კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
მნიშვნელოვანია დამსაქმებლის ღირებულებითი შეთავაზებისა (EVP) და დამსაქმებლის ბრენდინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
სასურველია თანამშრომელთა უკუკავშირის შეჯამების, ძირითადი ტენდენციების გამოვლენისა და ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
აუცილებელია ღონისძიებების ლოგისტიკის, მომწოდებლებისა და ბიუჯეტის კოორდინაციის გამოცდილება;
აუცილებელია ინგლისური ენის და რუსული სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
კომპანიის კულტურასთან, ღირებულებებსა და EVP-სთან შესაბამისი შიდა საკომუნიკაციო კონტენტის შექმნა და დროული გავრცელება;
შიდა საკომუნიკაციო არხების, მათ შორის ელფოსტის, Microsoft Teams-ის, საინფორმაციო დაფებისა და ციფრული ეკრანების მართვა;
თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კომუნიკაციებში ერთიანი გზავნილებისა და ბრენდის სტანდარტების დაცვა;
HR-ისა და კომუნიკაციების გუნდებთან თანამშრომლობით, LinkedIn-ისა და სხვა სოციალური არხებისთვის დამსაქმებლის ბრენდინგის კონტენტის მომზადება;
კომპანიის კულტურისა და თანამშრომელთა გამოცდილების წარმოსაჩენად ისტორიების, პოსტებისა და კამპანიების შექმნა;
თანამშრომელთა ჩართულობის, აღიარების, კეთილდღეობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
თანამშრომლებისგან იდეებისა და უკუკავშირის მიღება და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიცირება;
თანამშრომელთა ჩართულობისა და Pulse Survey-ის ტიპის კვლევების მომზადება და ჩატარება;
კვლევებისა და უკუკავშირის შედეგების შეჯამება, ტენდენციების გამოვლენა და HR გუნდისა და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
გუნდური აქტივობების, წლიური წვეულებების, თანამშრომელთა აღიარებისა და სხვა კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ღონისძიებების ლოგისტიკის, მომწოდებლების, ვადებისა და ბიუჯეტის კოორდინაცია;
Town Hall-ების, შიდა ფორუმებისა და თანამშრომლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა შიდა კომუნიკაციებისა და თანამშრომელთა გამოცდილების ინიციატივების განსახორციელებლად.
პიროვნული უნარები
გამართული კომუნიკაცია და თანამშრომლების მოსმენის უნარი;
შემოქმედებითი და თანამშრომელზე ორიენტირებული აზროვნება;
ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და შეთანხმებული ვადების დაცვა;
ინიციატივიანობა და ცვლილებებზე მოქნილი რეაგირება;
სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობისა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას წარმოების მმართველი მენეჯერის პოზიციაზე.