რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სასტუმროსთვის ეძებს თეთრეულის სამრეცხაოს თანამშრომელს გუდაურში.
- ლოკაცია: გუდაური
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
- დამატებითი ბენეფიტები: ჯანრმთელობის დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება, საცხოვრებელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავსი საუშაონგამოცდილება თუმცა არა აუცილებელი;
- სასურველია კანდიდატს გააჩნდეს ფიზიკური მზაობა;
- საუსრველია კანდიდატი იცნობდეს ჰიგიენისა და სამრეცხაო სტანდარტებს;
სამუშაო აღწერილობა:
- სასტუმროს თეთრეულის, პირსახოცების, უნიფორმებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სტუმრის ტანსაცმლის მიღება, დახარისხება, დამუშავება, რეცხვა, გაშრობა, დაუთოება/დაკეცვა და შესაბამისი დანიშნულების ადგილზე განაწილება.
- სარეცხი პროცესის სწორად წარმართვა და კონტროლი: შესაბამისი პროგრამის, ტემპერატურის, დროის, დატვირთვისა და სარეცხი საშუალებების შერჩევა კონკრეტული ქსოვილისა და დაბინძურების ტიპის შესაბამისად.
- სარეცხი და სადეზინფექციო ქიმიური საშუალებების უსაფრთხოდ, დადგენილი დოზირებისა და გამოყენების წესების შესაბამისად გამოყენება და შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (ხელთათმანი, ნიღაბი, სათვალე და სხვა) გამოყენება საჭიროებისამებრ.
- გარეცხილი და გამშრალი თეთრეულის ვიზუალური შემოწმება სისუფთავის, ლაქების, დაზიანებისა და სხვა ხარვეზების გამოსავლენად. საჭიროების შემთხვევაში ნივთის ხელახალი რეცხვა, დამატებითი დამუშავება, შეკეთებისთვის გადაცემა ან ჩამოწერის/დაზიანებული ნივთების პროცედურის შესაბამისად განცალკევება.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ენერგიულობა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.