HRSPACE-Black-logo
გუდაური

IT მხარდაჭერის სპეციალისტი გუდაურში

დასაქმებასრული განაკვეთი
ფორმატიადგილზე
გამოცდილება2 წელი
ვადა21.10.2026
ხელფასი2000-2500 ₾

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სასტუმროსთვის ეძებს IT მხარდაჭერის სპეციალისტს გუდაურში.

 

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სასტუმროსთვის ეძებს IT მხარდაჭერის სპეციალისტს გუდაურში.

 

 

  • ადგილმდებარეობა: გუდაური
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
  • დამატებითი ბენეფიტები: ჯანრმთელობის დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება, საცხოვრებელი, კორპორატიული ნომერი

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • მნიშვნელოვანია შესაბამის სფეროში პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • IT ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული ტექნიკის, პრინტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების დიაგნოსტიკისა და გამართვის ცოდნა;
  • Windows ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების ინსტალაცია-კონფიგურაციის გამოცდილება;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის საბაზისო ცოდნა: LAN, Wi-Fi, TCP/IP და Switch-ები;
  • მომხმარებლების, ანგარიშებისა და წვდომების მართვის გამოცდილება;
  • IT ინვენტარის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და წვდომების აღრიცხვის გამოცდილება;
  • სასურველია CCTV-ის, ელექტრონული საკეტების, IP ტელეფონიის, ტელევიზიისა და აუდიო-ვიზუალური სისტემების მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 

სამუშაო აღწერილობა:

 

  • სასტუმროს კომპიუტერული ტექნიკის, სამუშაო სადგურების, პრინტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა, დიაგნოსტიკა, გამართვა და მცირე ხარვეზების აღმოფხვრა;
  • კომპიუტერული ტექნიკის აწყობა-დაშლა, ოპერაციული სისტემებისა და საჭირო პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება;
  • სასტუმროს თანამშრომლების ყოველდღიური IT მხარდაჭერა, ტექნიკურ საკითხებზე კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში სტუმრების ტექნიკური მოთხოვნების მომსახურება;
  • Opera, Micros და სხვა სასტუმროს პროგრამულ სისტემებში მომხმარებლების შექმნა/დეაქტივაცია, უფლებებისა და წვდომების მართვა და პროგრამებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მხარდაჭერა;
  • სასტუმროს ტელეფონიის, ტელევიზიის, ფონური მუსიკის, სარეკლამო ეკრანების, CCTV-სა და ელექტრონული საკეტების სისტემების მონიტორინგი, პირველადი დიაგნოსტიკა და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • სასტუმროს ქსელური ინფრასტრუქტურის, Wi-Fi მოწყობილობების, Switch-ების, ქსელური წერტილებისა და კაბელების მონიტორინგი, ტესტირება და მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • სასერვერო სივრცისა და სერვერული აპარატურის მდგომარეობის კონტროლი, ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში კომპონენტების შემოწმება/ჩანაცვლება;
  • ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში შესაბამის IT კომპანიასთან კომუნიკაცია, პრობლემის დეტალური აღწერა, ტექნიკური დავალებების შესრულება და პრობლემის მოგვარების პროცესის კოორდინაცია;
  • საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეების აუდიო-ვიზუალური ტექნიკის გამართვა, ასევე IT ინფრასტრუქტურის მოწყობის, რემონტისა და ახალი სივრცეების ტექნიკურ სამუშაოებში მონაწილეობა;
  • IT ინვენტარისა და სახარჯი მასალების აღრიცხვა და მარაგების კონტროლი, საჭირო შესყიდვების ინიცირება, ტექნიკური დოკუმენტაციის/წვდომების მართვა და ინფორმაციული უსაფრთხოების წესების დაცვა.

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ტექნიკური პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
  • გუნდური მუშაობისა და გარე IT პროვაიდერებთან ეფექტიანი კოორდინაციის უნარი;

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.

გისურვებთ წარმატებას!

 


სხვა ვაკანსიები