HRSPACE-Black-logo
თბილისი

ფინანსური დირექტორი

დასაქმებასრული განაკვეთი
ფორმატიადგილზე
გამოცდილება7-10 წელი
ხელფასი10000-15000 ₾

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი მწარმოებელი და საკუთარი საცალო ქსელის მქონე კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის ტერიტორია
სამუშაო განრიგი: 10:00–19:00

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტრული აღრიცხვის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ფინანსების მიმართულებით მინიმუმ 8-10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 3-5 წელი ფინანსური დირექტორის ან ფინანსური ფუნქციის სრული მართვის მქონე ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • მსხვილ FMCG კომპანიაში, საწარმოო ბიზნესში ან დიდი ოთხეულის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური და საბუღალტრო ფუნქციებისა და გუნდების სრული მართვის გამოცდილება;
  • ფინანსურად რთულ ვითარებაში ლიკვიდობის, ფულადი ნაკადებისა და საბრუნავი კაპიტალის მართვის, ფინანსური სტაბილიზაციის ღონისძიებების განხორციელების გამოცდილება;
  • ბანკებთან მოლაპარაკებების, დაფინანსების მოზიდვისა და საკრედიტო ვალდებულებების მართვის გამოცდილება;
  • IFRS-ის პრაქტიკული ცოდნა, გარე აუდიტორებთან მუშაობისა და აუდიტის პროცესის დასრულების გამოცდილება;
  • ACCA-ის ფინანსური ანგარიშგებისა და ფინანსური მართვის შესაბამისი მოდულების ცოდნა;
  • ბიუჯეტირების, ფინანსური მოდელირების, პროგნოზირების, კონტროლინგისა და მმართველობითი ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება;
  • საინვესტიციო პროექტების ფინანსური შეფასების, კაპიტალური ბიუჯეტირებისა და CAPEX-ის კონტროლის გამოცდილება;
  • საინვესტიციო პროექტის დაფინანსების, გადახდებისა და დაგეგმილი დანახარჯების მართვის გამოცდილება.
  • პლიუსად ჩაითვლება ფინანსური აღრიცხვის პროგრამის ან ERP სისტემის დანერგვის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • ფინანსური რისკების შეფასების, კრიზისულ ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღებისა და ცვლილებების განხორციელების გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია Power BI-ის ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა B2–C1 დონეზე.
  • სასურველია ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის, რეფინანსირების ან ფინანსური გაჯანსაღების პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა

  • კომპანიის ფინანსური სტრატეგიისა და ფინანსური სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • ფინანსური და საბუღალტრო ფუნქციების სრული მართვა, გუნდის პასუხისმგებლობებისა და კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა;
  • ლიკვიდობის, ფულადი ნაკადებისა და საბრუნავი კაპიტალის მართვა, გადახდების პრიორიტეტიზაცია და ფინანსური რისკების კონტროლი;
  • ბანკებთან და სხვა დამფინანსებლებთან ურთიერთობა, დაფინანსების მოზიდვისა და საჭიროების შემთხვევაში რეფინანსირების ან ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მოლაპარაკებების წარმართვა;
  • ბიუჯეტების, ფინანსური პროგნოზებისა და მოდელების მომზადება, ფაქტობრივი შედეგების ანალიზი და გადახრებზე რეაგირება;
  • მიმდინარე საინვესტიციო პროექტის ფინანსური მართვა, დაფინანსების საჭიროებებისა და კაპიტალური დანახარჯების კონტროლი;
  • საწარმოო თვითღირებულების, ხარჯების, მარაგებისა და მომგებიანობის ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების ინიცირება;
  • ფინანსური აღრიცხვის პროგრამის ან ERP სისტემის შერჩევისა და დანერგვის ხელმძღვანელობა ფინანსური მიმართულებით;
  • IFRS-ის შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების, მმართველობითი რეპორტინგისა და ფინანსური კონტროლინგის უზრუნველყოფა;
  • გარე აუდიტის პროცესის მართვა და გამოვლენილი საკითხების გამოსწორების უზრუნველყოფა;
  • საგადასახადო შესაბამისობის, ფინანსური მონაცემების სიზუსტისა და შიდა კონტროლების ზედამხედველობა;
  • ხელმძღვანელობისა და მფლობელებისთვის ფინანსური მდგომარეობის, რისკებისა და რეკომენდაციების რეგულარული წარდგენა.

პიროვნული უნარები

  • სტრატეგიული, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სანდოობა და პროფესიული ეთიკა;
  • დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
  • კრიზისულ და მაღალი დატვირთვის პირობებში ემოციური სტაბილურობა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ლიდერობა, გუნდის განვითარებისა და ცვლილებების მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა, სიზუსტე და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და ფინანსური დისციპლინის დაცვის პრინციპულობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები