HRSPACE-Black-logo
თელავი

ტექნიკურ დირექტორი თელავში

FormatOn-site
Experience5 Years
Deadline01.09.2026
Salary8000 ₾

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც საქმიანობს ტურიზმისა და სუპართმასპინძლობის სფეორიში, ეძებს ტექნიკურ დირექტორს თელავში.

 

 

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -18:00

დამატებითი ბენეფიტები: საცხოვრებელი, საწვავი, კვება, კორპორატიული ნომერი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება Facility Manager-ის, Maintenance Manager-ის, Technical Manager, Chief Engineer-ის ან ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე;
  • აუცილებელია დიდი ინფრასტრუქტურული ობიექტების (200+ ნომრიანი სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, საწარმო, ქარხანა ან სხვა მრავალფუნქციური კომპლექსი) ტექნიკური მართვის გამოცდილება;
  • ტექნიკური სისტემების (ელექტროობა, HVAC, წყალმომარაგება, კანალიზაცია და სხვა საინჟინრო სისტემები) ცოდნა;
  • აუცილებელია Preventive Maintenance-ის პროცესების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • აუცილებელია ტექნიკური გუნდის მართვისა და თანამშრომლების განვითარების გამოცდილება;
  • აუცილებელია ბიუჯეტირების, ხარჯებისა და მარაგების მართვის გამოცდილება;

 

სამუშაო აღწერილობა:

 

  • ობიექტის სრული ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა, როგორც შენობებში, ასევე გარე ტერიტორიაზე;
  • ტექნიკური დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და გუნდის ხელმძღვანელობა, განვითარება და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის კონტროლი, მათ შორის: ელექტრო სისტემები, გენერატორები, HVAC (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია და კონდიცირება) და სხვ.
  • აღჭურვილობის ეფექტური, უწყვეტი და უსაფრთხო ექსპლუატაცია
  • Preventive Maintenance-ის (გეგმიური ტექნიკური მომსახურების) სისტემის დაგეგმვა, დანერგვა, მონიტორინგი და კონტროლი, ავარიული შემთხვევების პრევენციის მიზნით;
  • ობიექტის რეგულარული ტექნიკური ინსპექტირება
  • სასტუმროს ნომრებსა და საერთო სივრცეებში წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების (ელექტროობა, სანტექნიკა, კარები, კონდიცირება და სხვა) სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის ორგანიზება;
  • დეპარტამენტის წლიური და ოპერაციული ბიუჯეტის (CAPEX/OPEX) მომზადება, ხარჯების, რისკებისა და საინვესტიციო პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • ტექნიკური ხარჯების, მარაგების, სათადარიგო ნაწილებისა და შესყიდვების ეფექტური მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, გარე კონტრაქტორებისა და მომსახურე კომპანიების შერჩევა და მათთან თანამშრომლობა;
  • არასეზონურ პერიოდში ტექნიკური, სარემონტო და განახლების პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი;
  • ტექნიკური პროცესების, შესრულებული სამუშაოებისა და ინსპექტირების შესახებ ანგარიშგება
  • უსაფრთხოების, შრომის დაცვის, ტექნიკური რეგულაციებისა და მოქმედი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე  გადასვლით.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

 


Other vacancies