HRSPACE-Black-logo
Batumi, Georgia

უფროსი დიზაინერი ბათუმში

EmploymentHibrid
FormatHibrid
Deadline20.08.2026
Salary4000-6000 ₾

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას უფროსი დიზაინერის პოზიციაზე

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

 

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით;
  • აუცილებელია არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საცხოვრებელი კომპლექსების დაპროექტების გამოცდილება;
  • აუცილებელია საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების ცოდნა;
  • აუცილებელია შემდეგ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება: AutoCAD, Revit, ArchiCAD, SketchUp და Adobe Creative Cloud;
  • მნიშვნელოვანია კონსტრუქტორებთან და ინჟინრებთან ურთიერთქმედების გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია ერგონომიკის პრინციპებისა და არქიტექტურასა და დიზაინში თანამედროვე ტენდენციების გაგება/ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა A1-C1 დონეზე;
  • მნიშვნელოვანია რუსული ენის ცოდნა B1;

 

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

 

  • ბინის არსებული დაგეგმარების, კონსტრუქციებისა და ტექნიკური თავისებურებების შეფასება;
  • კლიენტებთან შეხვედრები, მათი საჭიროებების გამოვლენა და მომავალი ინტერიერის კონცეფციის ფორმირება;
  • ფუნქციური დაგეგმარებითი გადაწყვეტებისა და ბინის სრული დიზაინ-პროექტის შემუშავება;
  • გადაწყვეტების შეთანხმება კონსტრუქტორებთან, ინჟინრებთან და სამშენებლო გუნდთან;
  • საავტორო ზედამხედველობა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე და რეალიზაციის შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებულ პროექტთან;
  • რემონტის პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და დიზაინერული საკითხების ოპერატიულად გადაჭრა;
  • დაქვემდებარებული დიზაინერისთვის ამოცანების დასახვა, მის მიერ მომზადებული ნახაზებისა და პროექტის დეტალების შემოწმება;
  • დაქვემდებარებული დიზაინერის სწავლება და პროფესიული განვითარება;
  • პროექტის ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე, საწყისი დაგეგმარებიდან რემონტის დასრულებამდე.

პიროვნული უნარები:

 

  • კრეატიულობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • სისტემური აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • გუნდური მუშაობა.

 

დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფა

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით

გისურვებთ წარმატებას!


Other vacancies