სასურველია, თუმცა არა აუცილებელი 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსს პოზიციაზე;
აუცილებელია ინგლისურ ენას A2-B1 დონეზე ცოდნა;
სასურველია , თუმცა არა აუცილებელი Opera, Fidelio ან მსგავსს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაოაღწერილობა:
სასტუმროს თანამშრომლებსა და სტუმრებთან თავაზიანი, პროფესიონალური და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
სტუმრების რეგისტრაციის (Check-in) და გაცილების (Check-out) პროცედურების სრულყოფილად განხორციელება, შესაბამისი ელექტრონული სისტემისა და სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
სტუმრის ჯავშნის, პირადი მონაცემების, განთავსების პირობებისა და სპეციალური მოთხოვნების შემოწმება, დამუშავება და შესაბამის სისტემაში (Opera/PMS) სწორად ასახვა;
სასტუმროს ნომრების ხელმისაწვდომობისა და სტატუსების კონტროლი და სტუმრის საჭიროებების შესაბამისად ნომრის მინიჭება;
სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის სასტუმროს ნომრების, სერვისების, სივრცეების, ფასების, ხელმისაწვდომობისა და მოქმედი შეთავაზებების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
სტუმრის საჭიროებების/ინტერესების იდენტიფიცირება და სასტუმროს დამატებითი სერვისებისა და პროდუქტების აქტიური შეთავაზება (Upselling/Cross-selling), მათ შორის ნომრის მაღალი კატეგორიის, Late Check-out-ის, კვების პაკეტების, რესტორნის, ბარის, Spa-სა და სხვა ხელმისაწვდომი მომსახურებების შეთავაზება;
სტუმართა საჩივრების, შენიშვნებისა და მოთხოვნების მიღება, ეფექტური მართვა, კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის გადაწყვეტა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
შემოსული რეზერვაციების, სატელეფონო ზარების, წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა ტიპის კორესპონდენციის დროული და პროფესიონალური მართვა;
სასტუმროს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა სტუმრის მოთხოვნების, მომსახურებისა და მიმდინარე საოპერაციო საკითხების დროულად შესრულების მიზნით;
სასტუმროს სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება დადგენილი სტანდარტებისა და ფინანსური წესების შესაბამისად, მათ შორის სტუმრის ანგარიშის, დამატებითი მომსახურებებისა და გადახდების სწორად ასახვა.
პიროვნული თვისებები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
გუნდური მუშაობის უნარი
ენერგიულობა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც საქმიანობს კორპორატიული კვების წარმოებისა და მიწოდების მიმართულებით, ეძებს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თბილისში.