რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სასტუმროსთვის ეძებს მიმღებ-ადმინისტრატორს თბილისში.
ანაზღაურება: 1000-1300 ლარი და ბონუსები
ლოკაცია: თბილისი
სამუშაოგრაფიკი: 2/2, 2 დღე – დღის ცვლა, 09:00-21:00; 2 დღე დასვენება, 2 დღე – ღამის ცვლა, 21:00-09:00; შემდეგ 2 დღე დასვენება.
დამატებითი ბენეფიტები: ჯანრმთელობის დაზღვევა
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსს პოზიციაზე, სასტუმროში ან მომსახურების სფეროში ადმინისტრატორის ან მიმღების პზიციაზე;
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა A2-B1 დონეზე;
სასურველია Opera, Fidelio ან მსგავსს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაოაღწერილობა:
სტუმრების რეგისტრაციის (Check-in) და გაცილების (Check-out) პროცედურების სრულყოფილად განხორციელება, შესაბამისი ელექტრონული სისტემისა და სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
სტუმრის ჯავშნის, პირადი მონაცემების, განთავსების პირობებისა და სპეციალური მოთხოვნების შემოწმება, დამუშავება და შესაბამის სისტემაში (Opera/PMS) სწორად ასახვა.
სასტუმროს ნომრების ხელმისაწვდომობისა და სტატუსების კონტროლი და სტუმრის საჭიროებების შესაბამისად ნომრის მინიჭება.
სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის სასტუმროს ნომრების, სერვისების, სივრცეების, ფასების, ხელმისაწვდომობისა და მოქმედი შეთავაზებების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
სტუმრის საჭიროებების/ინტერესების იდენტიფიცირება და სასტუმროს დამატებითი სერვისებისა და პროდუქტების აქტიური შეთავაზება (Upselling/Cross-selling), მათ შორის ნომრის მაღალი კატეგორიის, Late Checkout-ის, რესტორნის და სხვა ხელმისაწვდომი მომსახურებების შეთავაზება.
სტუმართა საჩივრების, შენიშვნებისა და მოთხოვნების მიღება, ეფექტური მართვა, კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის გადაწყვეტა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია.
შემოსული რეზერვაციების, სატელეფონო ზარების, წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა ტიპის კორესპონდენციის დროული და პროფესიონალური მართვა.
სტუმრებისთვის საჭირო სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, გასაღებების, ბარათებისა და სხვა აუცილებელი ინვენტარისა და ინფორმაციის მომზადება და დამუშავება.
სასტუმროს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა სტუმრის მოთხოვნების, მომსახურებისა და მიმდინარე საოპერაციო საკითხების დროულად შესრულების მიზნით.
ცვლის დაწყებისა და დასრულების პროცედურების სრულყოფილად განხორციელება, მათ შორის ცვლის გადაბარება, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფიქსირება და შესაბამისი თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გაზიარება.
სასტუმროს სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება დადგენილი სტანდარტებისა და ფინანსური წესების შესაბამისად, მათ შორის სტუმრის ანგარიშის, დამატებითი მომსახურებებისა და გადახდების სწორად ასახვა.
ტექნიკური, უსაფრთხოების ან სხვა საოპერაციო პრობლემების დროული იდენტიფიცირება, შესაბამის პასუხისმგებელ პირთან შეტყობინება და საჭიროების შემთხვევაში საკითხის მოგვარების პროცესის კონტროლი.
სასტუმროს მომსახურების ხარისხისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების მიზნით პრობლემების, სტუმრების უკუკავშირისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ ინიციატივების შეთავაზება.
პიროვნული თვისებები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
გუნდური მუშაობის უნარი
ენერგიულობა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც საქმიანობს კორპორატიული კვების წარმოებისა და მიწოდების მიმართულებით, ეძებს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თბილისში.