რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი მწარმოებელი და საკუთარი საცალო ქსელის მქონე კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ფინანსურიდირექტორის პოზიციაზე.
სამუშაოადგილი: თბილისი, ორხევის ტერიტორია სამუშაოგანრიგი: 10:00–19:00
აუცილებელისაკვალიფიკაციომოთხოვნებიდაცოდნა
უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტრული აღრიცხვის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ფინანსების მიმართულებით მინიმუმ 8-10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 3-5 წელი ფინანსური დირექტორის ან ფინანსური ფუნქციის სრული მართვის მქონე ხელმძღვანელ პოზიციაზე;
მსხვილ FMCG კომპანიაში, საწარმოო ბიზნესში ან დიდი ოთხეულის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
ფინანსური და საბუღალტრო ფუნქციებისა და გუნდების სრული მართვის გამოცდილება;
ფინანსურად რთულ ვითარებაში ლიკვიდობის, ფულადი ნაკადებისა და საბრუნავი კაპიტალის მართვის, ფინანსური სტაბილიზაციის ღონისძიებების განხორციელების გამოცდილება;
ბანკებთან მოლაპარაკებების, დაფინანსების მოზიდვისა და საკრედიტო ვალდებულებების მართვის გამოცდილება;
IFRS-ის პრაქტიკული ცოდნა, გარე აუდიტორებთან მუშაობისა და აუდიტის პროცესის დასრულების გამოცდილება;
ACCA-ის ფინანსური ანგარიშგებისა და ფინანსური მართვის შესაბამისი მოდულების ცოდნა;
ბიუჯეტირების, ფინანსური მოდელირების, პროგნოზირების, კონტროლინგისა და მმართველობითი ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება;
საინვესტიციო პროექტების ფინანსური შეფასების, კაპიტალური ბიუჯეტირებისა და CAPEX-ის კონტროლის გამოცდილება;
საინვესტიციო პროექტის დაფინანსების, გადახდებისა და დაგეგმილი დანახარჯების მართვის გამოცდილება.
პლიუსად ჩაითვლება ფინანსური აღრიცხვის პროგრამის ან ERP სისტემის დანერგვის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
ფინანსური რისკების შეფასების, კრიზისულ ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღებისა და ცვლილებების განხორციელების გამოცდილება;
მნიშვნელოვანია Power BI-ის ცოდნა;
მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა B2–C1 დონეზე.
სასურველია ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის, რეფინანსირების ან ფინანსური გაჯანსაღების პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.
ვაკანტურიპოზიციისძირითადისამუშაოაღწერა
კომპანიის ფინანსური სტრატეგიისა და ფინანსური სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;
ფინანსური და საბუღალტრო ფუნქციების სრული მართვა, გუნდის პასუხისმგებლობებისა და კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა;
ლიკვიდობის, ფულადი ნაკადებისა და საბრუნავი კაპიტალის მართვა, გადახდების პრიორიტეტიზაცია და ფინანსური რისკების კონტროლი;
ბანკებთან და სხვა დამფინანსებლებთან ურთიერთობა, დაფინანსების მოზიდვისა და საჭიროების შემთხვევაში რეფინანსირების ან ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მოლაპარაკებების წარმართვა;
ბიუჯეტების, ფინანსური პროგნოზებისა და მოდელების მომზადება, ფაქტობრივი შედეგების ანალიზი და გადახრებზე რეაგირება;
მიმდინარე საინვესტიციო პროექტის ფინანსური მართვა, დაფინანსების საჭიროებებისა და კაპიტალური დანახარჯების კონტროლი;
საწარმოო თვითღირებულების, ხარჯების, მარაგებისა და მომგებიანობის ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების ინიცირება;
ფინანსური აღრიცხვის პროგრამის ან ERP სისტემის შერჩევისა და დანერგვის ხელმძღვანელობა ფინანსური მიმართულებით;
IFRS-ის შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების, მმართველობითი რეპორტინგისა და ფინანსური კონტროლინგის უზრუნველყოფა;
გარე აუდიტის პროცესის მართვა და გამოვლენილი საკითხების გამოსწორების უზრუნველყოფა;
საგადასახადო შესაბამისობის, ფინანსური მონაცემების სიზუსტისა და შიდა კონტროლების ზედამხედველობა;
ხელმძღვანელობისა და მფლობელებისთვის ფინანსური მდგომარეობის, რისკებისა და რეკომენდაციების რეგულარული წარდგენა.
პიროვნულიუნარები
სტრატეგიული, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სანდოობა და პროფესიული ეთიკა;
დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
კრიზისულ და მაღალი დატვირთვის პირობებში ემოციური სტაბილურობა;
ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
ლიდერობა, გუნდის განვითარებისა და ცვლილებების მართვის უნარი;
ორგანიზებულობა, სიზუსტე და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
შედეგზე ორიენტირებულობა და ფინანსური დისციპლინის დაცვის პრინციპულობა.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი მწარმოებელი და საკუთარი საცალო ქსელის მქონე კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი ჯგუფისთვის, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს, რესტორნებსა და დასვენება-გართობის სივრცეებს, ეძებს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თბილისში.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.