HRSPACE-Black-logo
გუდაური

ხარჯთაღმრიცხველი გუდაურში

დასაქმებასრული განაკვეთი
ფორმატიადგილზე
ვადა12.11.2026
ხელფასი2500-3500 ₾

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სასტუმროსთვის ეძებს ხარჯთაღმრიცხველს (Cost Controller) გუდაურში

 

  • ადგილმდებარეობა: გუდაური
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
  • დამატებითი ბენეფიტები: ჯანრმთელობის დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება, საცხოვრებელი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მნიშნველოვანია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • აუცილებელია ჰოსპიტალიტის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, ხარჯთაღმრიცხველის, ბუღალტერ-ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე;
  • აუცილებელია მატერიალის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია სასტუმროს კვების მიმართულების ხარჯების აღრიცხვისა და კონტროლის გამოცდილება.
  • მნიშნველოვანია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა და ხარჯების შესაბამის კატეგორიასა და კოდზე გატარების პრინციპების ცოდნა.
  • მნიშვნელოვანია პროდუქციისა და ინგრედიენტების ცოდნა და მათი გამოყენების სპეციფიკის გაგება.
  • მნიშვნელოვანია მენიუსა და კერძების კალკულაციების ცოდნა.
  • მნიშვნელოვანია ინვენტარიზაციისა და მარაგების კონტროლის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება.
  • სასურველია ბრუტო და ნეტო წონის, დანაკარგისა და პროდუქციის გამოსავლიანობის პრინციპების ცოდნა.

 

სამუშაო აღწერილობა:

  • სასტუმროს ყოველდღიური ხარჯების დოკუმენტაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში გატარება;
  • ხარჯების სწორ კატეგორიასა და კოდზე გატარების კონტროლი;
  • ყოველდღიური ხარჯების აღრიცხვა და თვის ბოლოს შესაბამისი რეპორტის მომზადება;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და პროგრამული გატარებების გადამოწმება;
  • სასტუმროს კვების პროცესებზე ადგილზე დასწრება და პროდუქციის მოხმარების კონტროლი; საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს პროდუქციის ჩამოწერის პროცესის გადამოწმება;
  • ფაქტობრივი მოხმარების შედარება კალკულაციებთან, რეცეპტურასა და შესაბამის დოკუმენტაციასთან;
  • პროდუქციის რაოდენობის, გრამაჟისა და ჩამოწერის სისწორის კონტროლი;
  • გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინფორმაციის ხარჯების კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • ახალი კერძებისა და რეცეპტების კალკულაციების პროგრამაში შეყვანა და მონაცემების გადამოწმება;
  • საწყობების წერტილოვანი შემოწმება და ფაქტობრივი მარაგების სისტემურ მონაცემებთან შედარება;
  • შერჩევითი აღწერებისა და ყოველთვიური სრული ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა და დანაკლისისა და ზედმეტობის გამოვლენა;
  • შიდა გადაადგილებებისა და ტრანსფერების პროგრამულად გატარება;
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ხარჯების რეპორტინგი;
  • HACCP-ის მოთხოვნებთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა და მხარდაჭერა;

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • განვითარებული ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დაკვირვებულობა და შეუსაბამობების დროულად აღმოჩენის უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის მზაობა;
  • ახალი ინფორმაციისა და პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი.

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.

 


სხვა ვაკანსიები