რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი მწარმოებელი და საკუთარი საცალო ქსელის მქონე კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას Homeბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის ტერიტორია სამუშაო განრიგი: 10:00–19:00 უშუალო ხელმძღვანელი: ფინანსური დირექტორი
აუცილებელისაკვალიფიკაციომოთხოვნებიდაცოდნა:
უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მინიმუმ 5–7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 3 წელი მთავარი ბუღალტრის ან სრული საბუღალტრო ფუნქციის მართვის მქონე პოზიციაზე;
სრული საბუღალტრო ციკლის დამოუკიდებლად მართვისა და საბუღალტრო გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მოთხოვნების პრაქტიკული ცოდნა;
მარაგების მოძრაობის, ინვენტარიზაციის, დანაკარგების, ჩამოწერისა და სააღრიცხვო სხვაობების დამუშავების გამოცდილება;
საცალო გაყიდვების, სალარო ოპერაციების, საბანკო ჩარიცხვების, დაბრუნებებისა და მაღაზიებს შორის პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვის გამოცდილება;
საგადასახადო დეკლარაციების მომზადების, წარდგენისა და საგადასახადო ვალდებულებების კონტროლის გამოცდილება;
საანგარიშო პერიოდების დახურვის, ანგარიშების შეჯერებისა და ფინანსური ანგარიშგებისთვის სანდო მონაცემების მომზადების გამოცდილება;
ACCA-ის შესაბამისი მოდულების ცოდნა.
მნიშვნელოვანია საწარმოო აღრიცხვის ცოდნა: ნედლეულის, დაუმთავრებელი წარმოების, მზა პროდუქციის, საწარმოო დანახარჯებისა და თვითღირებულების აღრიცხვა;
აუცილებელია FRS-ის შესაბამისი სააღრიცხვო პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
მნიშვნელოვანია გარე აუდიტორებთან თანამშრომლობისა და აუდიტისთვის დოკუმენტაციისა და განმარტებების მომზადების გამოცდილება;
აცილებელია საბუღალტრო პროგრამა 1C-ის ცოდნა;
სასურველია არა აუცილებელი
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
განიხილებიან კანდიდატები წარმოების, FMCG და მსხვილი საცალო ვაჭრობის სექტორებიდან.
ვაკანტურიპოზიციისძირითადისამუშაოაღწერა:
კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად;
საბუღალტრო გუნდის მართვა, სამუშაოს განაწილება და შესრულების სიზუსტისა და ვადების კონტროლი;
წარმოების სრული ციკლის აღრიცხვა და თვითღირებულების სწორად ფორმირების უზრუნველყოფა ფინანსურ დირექტორთან თანამშრომლობით;
საკუთარი საცალო ქსელის გაყიდვების, სალარო ოპერაციების, ანგარიშსწორებისა და პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვის კონტროლი;
მარაგების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ანგარიშებისა და სხვა საბალანსო მუხლების შეჯერება;
ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, სხვაობების მიზეზების შესწავლა და შედეგების აღრიცხვაში ასახვა;
ყოველთვიური და წლიური საანგარიშო პერიოდების დროული დახურვა და ფინანსური დირექტორისთვის ზუსტი მონაცემების მიწოდება;
საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა, ვალდებულებების კონტროლი და საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაცია;
ახალი პროგრამის დანერგვაში მონაწილეობა — საწყისი ნაშთებისა და მონაცემების გამართვა, გადატანის სისწორის შემოწმება და ოპერაციების ტესტირება;
ძირითადი საშუალებებისა და საინვესტიციო პროექტის დანახარჯების სწორი აღრიცხვა და დოკუმენტური დასაბუთების კონტროლი;
აუდიტისთვის ინფორმაციის მომზადება, აუდიტორებთან თანამშრომლობა და შეთანხმებული შესწორებების განხორციელება;
საბუღალტრო დოკუმენტბრუნვისა და კონტროლის პროცედურების მოწესრიგება, ხარვეზების გამოვლენა და ფინანსურ დირექტორთან დროული განხილვა.
პიროვნულიუნარები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სანდოობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
სიზუსტე, დეტალებზე ყურადღება და ანალიტიკური აზროვნება;
ორგანიზებულობა, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების დაცვის უნარი;
გუნდის მართვისა და შესრულების კონტროლის უნარი;
პრობლემების დროულად გამოვლენისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
მაღალი დატვირთვის პირობებში სამუშაოს ხარისხის შენარჩუნება;
სხვადასხვა მიმართულებასთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი;
ცვლილებებისადმი მოქნილობა და ახალი სისტემების ათვისების მზადყოფნა;
პროფესიული პრინციპულობა და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი მწარმოებელი და საკუთარი საცალო ქსელის მქონე კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი ჯგუფისთვის, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს, რესტორნებსა და დასვენება-გართობის სივრცეებს, ეძებს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თბილისში.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.