რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი ჯგუფისთვის, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს, რესტორნებსა და დასვენება-გართობის სივრცეებს, ეძებს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თბილისში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, პოზიცია ითვალისწინებს მივლინებებს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, ოფისიდან
დამატებითი ბენეფიტები: ჯანრმთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია მარკეტინგის მიმართულებით 5-6 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარკეტინგის მენეჯერი, Account Director ან მსგავსი პოზიცია).
სასურველია სარეკლამო ან მარკეტინგულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელია ინგლისური ენის C1-C2 დონეზე, ხოლო რუსული ენის B2-C1 დონეზე ცოდნა.
აუცილებელია მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების, წლიური ბიუჯეტის დაგეგმვისა და მარკეტინგული კამპანიების მართვის გამოცდილება.
აუცილებელია ღონისძიებების ორგანიზების, სასპონსორო პროექტების მართვისა და პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება.
აუცილებელია ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა, მათ შორის Meta Business Suite-ის, Ads Manager-ისა და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება.
აუცილებელია Excel-ის კარგი ცოდნა და ბიუჯეტებთან და მონაცემებთან მუშაობის უნარი.
მნიშვნელოვანია რამდენიმე ბრენდის ან პარალელური პროექტის ერთდროულად მართვის გამოცდილება.
მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გასაზრდელად.
სასურველია CRM სისტემებთან, ელფოსტის მარკეტინგის პლატფორმებთან და პროექტების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო აღწერილობა:
ჯგუფში შემავალი ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის, წლიური სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავება, მართვა და შესრულების კონტროლი.
ბრენდების პოზიციონირების, ბრენდინგის, ვიზუალური იდენტობისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის განვითარება, ერთიანი სტანდარტების დაცვა.
მარკეტინგის გუნდის, სარეკლამო სააგენტოების, დიზაინერების, კონტენტ-კრეატორებისა და სხვა პარტნიორების მართვა და მათი საქმიანობის ხარისხის კონტროლი.
ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის, ვებგვერდების, საძიებო სისტემების, ონლაინ სარეკლამო კამპანიებისა და გაყიდვების ციფრული არხების მართვა და ეფექტიანობის შეფასება.
პირდაპირი ჯავშნების, ორგანული ტრაფიკის, კონვერსიისა და ონლაინ გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება.
გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდის მიზნით სეზონური შეთავაზებების, სარეკლამო კამპანიების, პაკეტებისა და ახალი პროდუქტების განვითარების დაგეგმვა და განხორციელება.
სასტუმროების დატვირთვის, საშუალო ფასის, შემოსავლებისა და სხვა კომერციული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუშაობა გაყიდვებისა და შემოსავლების მართვის გუნდებთან თანამშრომლობით.
CRM-ისა და ლოიალობის პროგრამების განვითარება, მომხმარებელთა მონაცემების ანალიზი, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება და განმეორებითი ჯავშნების წახალისება.
სასტუმროებში ღონისძიებების, სპეციალური პროექტების, ბრენდ-აქტივაციებისა და სტუმრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა და მართვა.
სასტუმროების ონლაინ რეპუტაციის, მომხმარებელთა შეფასებებისა და უკუკავშირის მონიტორინგი, ბრენდების იმიჯისა და კრიზისული კომუნიკაციის მართვა.
ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიააქტივობების, ინფლუენსერებთან თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობების განვითარება.
ფოტოგადაღებების, ვიდეოპროდუქციის, სარეკლამო მასალებისა და სხვა ბრენდული კონტენტის შექმნის პროცესის კოორდინაცია.
ბაზრის, კონკურენტების, მომხმარებელთა ქცევისა და მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი; ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრა და მონიტორინგი.
მარკეტინგული საქმიანობის შედეგების პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტთან და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
მაღალი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
მოქნილობა და სწრაფად ადაპტირების უნარი;
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
პრობლემების გადაჭრისა და კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი მწარმოებელი და საკუთარი საცალო ქსელის მქონე კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი მწარმოებელი და საკუთარი საცალო ქსელის მქონე კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.