HRSPACE-Black-logo
თბილისი

ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსი

EmploymentFull-time
FormatOn-site
Experience3 Years
Deadline21.10.2026
Salaryკვალიფიკაციის შესაბამისად

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

 

სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:30

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საბანკო ან საფინანსო სექტორში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 2 წელი ხაზინის, აქტივ-პასივების მართვის, ლიკვიდობის მართვის, სავალუტო ოპერაციების ან ფინანსური ბაზრების მიმართულებით;
  • ლიკვიდობის მართვის, ფულადი ნაკადების პროგნოზირებისა და ბანკის მოკლე და გრძელვადიანი ფინანსური საჭიროებების დაგეგმვის ცოდნა;
  • აქტივ-პასივების მართვის, საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო რისკების შეფასებისა და მართვის ცოდნა;
  • ფულის ბაზრის, სავალუტო ოპერაციებისა და ფასიანი ქაღალდების ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნების, მათ შორის ლიკვიდობის კოეფიციენტების, ღია სავალუტო პოზიციისა და სხვა შესაბამისი საბანკო ნორმატივების ცოდნა;
  • ფინანსური მონაცემების ანალიზის, ფინანსური მოდელირებისა და მენეჯერული ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა.

სასურველია:

  • ხელმძღვანელობითი ან საკოორდინაციო ფუნქციით მუშაობის გამოცდილება;
  • ბალანსის სტრუქტურის მართვის, ჰეჯირების ან წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კორესპონდენტ ბანკებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • Bloomberg-ის, Reuters-ის ან სხვა ფინანსურ-საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • SWIFT-ის, RTGS-ის, შესაბამისი საბანკო სისტემებისა და IFRS-ის ცოდნა;
  • CFA ან FRM პროფესიული სერტიფიკატი.
  • რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.

 

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

 

  • ხაზინის დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვასა და ყოველდღიური პროცესების მართვაში მონაწილეობა;
  • ბანკის ლიკვიდობისა და ფულადი ნაკადების მონიტორინგი, ანალიზი და პროგნოზირება;
  • აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის შეფასება და მათი ეფექტიანი მართვის რეკომენდაციების მომზადება;
  • სავალუტო პოზიციების, საპროცენტო განაკვეთისა და სხვა საბაზრო რისკების მონიტორინგი;
  • ფულის, სავალუტო და ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე განხორციელებული ოპერაციების კოორდინაცია და კონტროლი;
  • ეროვნული ბანკის შესაბამის ნორმატივებთან და ბანკის შიდა ლიმიტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • ფინანსური ბაზრების ტენდენციების ანალიზი და მენეჯმენტისა და შესაბამისი კომიტეტებისთვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • კორესპონდენტ ბანკებთან, ფინანსურ კონტრაჰენტებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
  • ხაზინის პროცესების გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის ინიციატივების მომზადება;
  • დეპარტამენტის დირექტორის ჩანაცვლება შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა;
  • პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვა;
  • სწრაფად ცვალებად და სტრესულ გარემოში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:

  • ბონუსი წლიური ფიქსირებული ანაზღაურების 350%-მდე, ბანკის ბონუსის პოლიტიკისა და ინდივიდუალური შედეგების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სატელეფონო სასაუბრო ლიმიტი;
  • საპენსიო შენატანი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.

გისურვებთ წარმატებას!

 


Other vacancies