HRSPACE-Black-logo
თბილისი

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

EmploymentFull-time
FormatOn-site
Experience3 Years
Deadline23.11.2026
Salary6000-7000 ₾ + Bonus

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი ჯგუფისთვის, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს,  რესტორნებსა და დასვენება-გართობის სივრცეებს, ეძებს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თბილისში.

 

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, პოზიცია ითვალისწინებს მივლინებებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, ოფისიდან

დამატებითი ბენეფიტები: ჯანრმთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • აუცილებელია მარკეტინგის მიმართულებით 5-6 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარკეტინგის მენეჯერი, Account Director ან მსგავსი პოზიცია).
  • სასურველია სარეკლამო ან მარკეტინგულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებელია ინგლისური ენის C1-C2 დონეზე, ხოლო რუსული ენის B2-C1 დონეზე ცოდნა.
  • აუცილებელია მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების, წლიური ბიუჯეტის დაგეგმვისა და მარკეტინგული კამპანიების მართვის გამოცდილება.
  • აუცილებელია ღონისძიებების ორგანიზების, სასპონსორო პროექტების მართვისა და პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება.
  • აუცილებელია ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა, მათ შორის Meta Business Suite-ის, Ads Manager-ისა და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება.
  • აუცილებელია Excel-ის კარგი ცოდნა და ბიუჯეტებთან და მონაცემებთან მუშაობის უნარი.
  • მნიშვნელოვანია რამდენიმე ბრენდის ან პარალელური პროექტის ერთდროულად მართვის გამოცდილება.
  • მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გასაზრდელად.
  • სასურველია CRM სისტემებთან, ელფოსტის მარკეტინგის პლატფორმებთან და პროექტების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

 

სამუშაო აღწერილობა:

 

  • ჯგუფში შემავალი ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის, წლიური სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავება, მართვა და შესრულების კონტროლი.
  • ბრენდების პოზიციონირების, ბრენდინგის, ვიზუალური იდენტობისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის განვითარება, ერთიანი სტანდარტების დაცვა.
  • მარკეტინგის გუნდის, სარეკლამო სააგენტოების, დიზაინერების, კონტენტ-კრეატორებისა და სხვა პარტნიორების მართვა და მათი საქმიანობის ხარისხის კონტროლი.
  • ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის, ვებგვერდების, საძიებო სისტემების, ონლაინ სარეკლამო კამპანიებისა და გაყიდვების ციფრული არხების მართვა და ეფექტიანობის შეფასება.
  • პირდაპირი ჯავშნების, ორგანული ტრაფიკის, კონვერსიისა და ონლაინ გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება.
  • გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდის მიზნით სეზონური შეთავაზებების, სარეკლამო კამპანიების, პაკეტებისა და ახალი პროდუქტების განვითარების დაგეგმვა და განხორციელება.
  • სასტუმროების დატვირთვის, საშუალო ფასის, შემოსავლებისა და სხვა კომერციული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუშაობა გაყიდვებისა და შემოსავლების მართვის გუნდებთან თანამშრომლობით.
  • CRM-ისა და ლოიალობის პროგრამების განვითარება, მომხმარებელთა მონაცემების ანალიზი, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება და განმეორებითი ჯავშნების წახალისება.
  • სასტუმროებში ღონისძიებების, სპეციალური პროექტების, ბრენდ-აქტივაციებისა და სტუმრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა და მართვა.
  • სასტუმროების ონლაინ რეპუტაციის, მომხმარებელთა შეფასებებისა და უკუკავშირის მონიტორინგი, ბრენდების იმიჯისა და კრიზისული კომუნიკაციის მართვა.
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიააქტივობების, ინფლუენსერებთან თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობების განვითარება.
  • ფოტოგადაღებების, ვიდეოპროდუქციის, სარეკლამო მასალებისა და სხვა ბრენდული კონტენტის შექმნის პროცესის კოორდინაცია.
  • ბაზრის, კონკურენტების, მომხმარებელთა ქცევისა და მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი; ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრა და მონიტორინგი.
  • მარკეტინგული საქმიანობის შედეგების პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტთან და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა.

 

პიროვნული თვისებები:

 

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
  • მაღალი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
  • მოქნილობა და სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

 

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.


Other vacancies