თბილისი
ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი
Salary 4000-5000 ₾
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე
სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:30
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
უმაღლესი განათლება;
აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საბანკო საფინანსო სფეროში;
მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვის, ოფიციალური პასუხების მომზადებისა და პროცესის სრული მართვის გამოცდილება;
მომსახურების ხარისხის პროცესებისა და სტანდარტების შეფასების, პრობლემების გამოვლენისა და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავების გამოცდილება;
მომხმარებელთა კვლევების, საჩივრებისა და სხვა უკუკავშირის მონაცემების ანალიზის გამოცდილება;
ანალიტიკური და მენეჯერული ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსურ სექტორში მოქმედი შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;
MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა.
მნიშვნელოვანია:
ფილიალებთან, ქოლცენტრთან, ციფრულ არხებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის გამოცდილება;
Mystery Shopping-ისა და მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
გარე კვლევით მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება.
რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის არსებული სისტემის, პროცესებისა და სტანდარტების შეფასება;
ფილიალებში, ქოლცენტრში, ციფრულ არხებში, საცალო და კორპორაციულ მომსახურებაში ხარისხის მონიტორინგი;
მომხმარებელთა საჩივრების მიღება, განხილვა, ოფიციალური პასუხების მომზადება და პროცესის სრული მართვა;
მომხმარებელთა კვლევებისა და Mystery Shopping-ის დაგეგმვა, გარე მომწოდებლების კოორდინაცია და შედეგების შეფასება;
მომხმარებელთა კმაყოფილების, საჩივრებისა და სხვა უკუკავშირის მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
ბანკის მომსახურების პროცესების, პროდუქტებისა და მომხმარებლისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის შეფასება;
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტების მართვა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
შიდა პოლიტიკების, მომსახურების სტანდარტებისა და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
მენეჯერული ანგარიშების, პრეზენტაციებისა და განყოფილების სამოქმედო პრიორიტეტების მომზადება.
პიროვნული უნარები:
მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ემპათიურობა;
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
დეტალებზე ყურადღება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ეფექტიანი კომუნიკაციისა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
დიპლომატიურობა და რთული თუ კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
ინიციატივიანობა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობისა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღწევის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:
ბონუსი: წლიური ფიქსირებული ანაზღაურების 225%-მდე, ბანკის ბონუსის პოლიტიკისა და ინდივიდუალური შედეგების შესაბამისად;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სატელეფონო სასაუბრო ლიმიტი;
საპენსიო შენატანი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.
გისურვებთ წარმატებას!