HRSPACE-Black-logo
თბილისი

თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერი

EmploymentFull-time
FormatOn-site
Experience3 Years
Deadline16.10.2026
SalaryNegotiable

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი FMCG კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე.

 

 

სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00

წლიური ბონუსი: წლიური ხელფასის 15%;

დამატებით: ჯანმრთელობის დაზღვევა;

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შიდა კომუნიკაციების, თანამშრომელთა გამოცდილების, თანამშრომელთა ჩართულობის, HR პროექტების, მარკეტინგის ან ღონისძიებების მართვის მიმართულებით;
  • მნიშნელოვანია თანამშრომელთა ჩართულობის აქტივობებისა და კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია დამსაქმებლის ღირებულებითი შეთავაზებისა (EVP) და დამსაქმებლის ბრენდინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია თანამშრომელთა უკუკავშირის შეჯამების, ძირითადი ტენდენციების გამოვლენისა და ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
  • აუცილებელია ღონისძიებების ლოგისტიკის, მომწოდებლებისა და ბიუჯეტის კოორდინაციის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის და რუსული სასაუბრო დონეზე ცოდნა;

 

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

 

  • კომპანიის კულტურასთან, ღირებულებებსა და EVP-სთან შესაბამისი შიდა საკომუნიკაციო კონტენტის შექმნა და დროული გავრცელება;
  • შიდა საკომუნიკაციო არხების, მათ შორის ელფოსტის, Microsoft Teams-ის, საინფორმაციო დაფებისა და ციფრული ეკრანების მართვა;
  • თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კომუნიკაციებში ერთიანი გზავნილებისა და ბრენდის სტანდარტების დაცვა;
  • HR-ისა და კომუნიკაციების გუნდებთან თანამშრომლობით, LinkedIn-ისა და სხვა სოციალური არხებისთვის დამსაქმებლის ბრენდინგის კონტენტის მომზადება;
  • კომპანიის კულტურისა და თანამშრომელთა გამოცდილების წარმოსაჩენად ისტორიების, პოსტებისა და კამპანიების შექმნა;
  • თანამშრომელთა ჩართულობის, აღიარების, კეთილდღეობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • თანამშრომლებისგან იდეებისა და უკუკავშირის მიღება და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიცირება;
  • თანამშრომელთა ჩართულობისა და Pulse Survey-ის ტიპის კვლევების მომზადება და ჩატარება;
  • კვლევებისა და უკუკავშირის შედეგების შეჯამება, ტენდენციების გამოვლენა და HR გუნდისა და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • გუნდური აქტივობების, წლიური წვეულებების, თანამშრომელთა აღიარებისა და სხვა კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ღონისძიებების ლოგისტიკის, მომწოდებლების, ვადებისა და ბიუჯეტის კოორდინაცია;
  • Town Hall-ების, შიდა ფორუმებისა და თანამშრომლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა შიდა კომუნიკაციებისა და თანამშრომელთა გამოცდილების ინიციატივების განსახორციელებლად.

 

პიროვნული უნარები

  • გამართული კომუნიკაცია და თანამშრომლების მოსმენის უნარი;
  • შემოქმედებითი და თანამშრომელზე ორიენტირებული აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და შეთანხმებული ვადების დაცვა;
  • ინიციატივიანობა და ცვლილებებზე მოქნილი რეაგირება;
  • სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობისა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.

 


Other vacancies