რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან კომერციის მიმართულებით;
მინიმუმ 5- 6 წლიანი გამოცდილება კომერციული დირექტორის, კომერციული მენეჯერის, ბიზნესის განვითარების ან ქსელის დირექტორის პოზიციაზე;
ფინანსურ და ანალიტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული მართვის გამოცდილება;
მოგება-ზარალის ანგარიშგების (P&L), ბალანსისა და ფულადი ნაკადების ანალიზის ცოდნა;
ბიუჯეტირების, გაყიდვების, მარჟისა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება;
გუნდის მართვის, განვითარების, მოტივაციისა და მიზნობრივი მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრის გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
მნიშვნელოვანია:
კომერციული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების განვითარების გამოცდილება;
საცალო, ქსელური, საბითუმო და ონლაინ გაყიდვების მართვის გამოცდილება;
ფასწარმოქმნის, ძირითად კლიენტებსა და პარტნიორებთან მოლაპარაკებისა და მომგებიანი კომერციული პირობების შეთანხმების გამოცდილება;
რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
ვაკანტური პოზიციის სამუშაო აღწერა:
კომერციული სტრატეგიის, გაყიდვების გეგმებისა და მომგებიანობის მიზნების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
გაყიდვების დირექტორთან ერთად არსებული გაყიდვების არხების ეფექტიანი მართვა და ახალი არხების განვითარება;
საფასო პოლიტიკისა და კომერციული პირობების მართვა, გაყიდვების მოცულობისა და მარჟის კონტროლი;
ფინანსურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით კომერციული ბიუჯეტის მომზადება, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების მონიტორინგი;
ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა, ახალი ბაზრებისა და ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენა;
პროდუქტების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა და არსებული თუ ახალი პროდუქტების კვლევისა და ტესტირების კოორდინაცია;
ბრენდისა და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების ზედამხედველობა;
კომერციული პროექტების ვადების, ბიუჯეტისა და დაგეგმილი შედეგების შესრულების კონტროლი;
კომერციული საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების, მათ შორის სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების რეგლამენტის, შესრულების კონტროლი;
დაახლოებით 20–30 თანამშრომლისგან შემდგარი კომერციული გუნდის მართვა, მიზნებისა და KPI-ების განსაზღვრა, თანამშრომელთა განვითარება და მოტივაცია;
კომერციული შედეგების ანგარიშგება და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების წარდგენა.
პიროვნული უნარები:
სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
დამოუკიდებლად და დასაბუთებულად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
შედეგსა და მომგებიანობაზე ორიენტირებულობა;
ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი;
ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
პროფესიული ეთიკა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:
წლიურ შედეგებზე დაფუძნებული პრემია;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას წარმოების მმართველი მენეჯერის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი FMCG კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე.