აუცილებელია მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ პოზიციაზე: კომერციული დირექტორი, გაყიდვების დირექტორი, გაყიდვების ხელმძღვანელი, ბიზნესის განვითარების დირექტორი, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, კომერციული მენეჯერი ან გაყიდვების უფროსი მენეჯერი;
აუცილებელია სამუშაო გამოცდილება ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: ავიაცია, სასტუმროები, ტურიზმი და ტუროპერატორები ან საერთაშორისო ლოგისტიკა;
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე. სასურველია რუსული ენის ცოდნა B2-C1 დონეზე.
აუცილებელია B2B გაყიდვების სრული ციკლის მართვის, კორპორაციულ კლიენტებთან და ბიზნესპარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვისა და მნიშვნელოვანი კომერციული გარიგებების წარმატებით დასრულების გამოცდილება;
აუცილებელია კომერციული ხელშეკრულებების პირობების, ფასების, ვადებისა და მხარეთა პასუხისმგებლობების დეტალურად განხილვის, შეუსაბამობებისა და პოტენციური კომერციული რისკების გამოვლენის უნარი;
აუცილებელია კომერციული და ფინანსური შედეგების ანალიზის, ძირითადი მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
აუცილებელია გაყიდვების გუნდის ან კომერციული მიმართულების მართვის გამოცდილება;
მნიშნველოვანია ავიაციის სფეროში, ჩარტერული ფრენების გაყიდვებში, ავიაკომპანიის კომერციულ მართვაში, შემოსავლების/სარგებლის მართვის (Revenue/Yield Management) ან მარშრუტების ქსელის დაგეგმვის (Network Planning) მიმართულებით გამოცდილება;
მნიშნველოვანია PSS და DCS სისტემების ფუნქციონალის ცოდნა, ასევე ტურისტულ სააგენტოებთან, ტუროპერატორებთან ან ავიაციის სფეროს სხვა პარტნიორებთან ჩამოყალიბებული პროფესიული ქსელის არსებობა;
სამუშაოაღწერილობა:
მონაწილეობა ავიაკომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში;
კომპანიის კომერციული ფუნქციისა და შესაბამისი პროცესების ჩამოყალიბება და განვითარება;
B2B, ჩარტერული და სხვა კომერციული გაყიდვების არხების განვითარება;
ტურისტულ სააგენტოებთან, ტუროპერატორებთან, კორპორატიულ კლიენტებთან და სხვა ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება და მართვა;
კომერციული შეთავაზებების მომზადება, ფასებისა და თანამშრომლობის პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგებების წარმატებით დასრულება;
შეთანხმებული კომერციული პირობების ხელშეკრულებებში ზუსტად ასახვის უზრუნველყოფა და იურიდიულ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ავიაკომპანიის პროდუქტების, ტარიფების, დამატებითი სერვისებისა და გაყიდვების მოდელის განვითარებაში მონაწილეობა;
გაყიდვების, შემოსავლების, ფრენების დატვირთვის მაჩვენებლების, საშუალო ტარიფების, კონკურენტული გარემოსა და სხვა კომერციული მაჩვენებლების მონიტორინგი და ანალიზი;
მონაცემებზე დაფუძნებული კომერციული გადაწყვეტილებებისა და ინიციატივების შემუშავება შემოსავლების ზრდის მიზნით;
კომერციული მიმართულებისთვის მიზნების, ძირითადი მაჩვენებლებისა (KPI) და ანგარიშგების სისტემის განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი;
გაყიდვების, მომხმარებელთა მხარდაჭერის, მარშრუტების ქსელის დაგეგმვის, ფასების განსაზღვრის, შემოსავლებისა და სარგებლის მართვის (Revenue/Yield Management) და მარკეტინგის მიმართულებების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
დაქვემდებარებული გუნდებისთვის მიზნების განსაზღვრა, მათი საქმიანობის შედეგების მონიტორინგი და თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
კომპანიის ხელმძღვანელობისთვის კომერციული შედეგების, არსებული რისკებისა და ზრდის შესაძლებლობების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება;
კომპანიის სხვა ფუნქციურ მიმართულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა კომერციული გადაწყვეტილებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.
პიროვნული თვისებები:
მაღალი პროფესიული კეთილსინდისიერება და კომპანიის ინტერესების დაცვისადმი ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ძლიერი ანალიტიკური და კომერციული აზროვნება, ციფრებსა და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით;
ლიდერული უნარები და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
სწრაფი სწავლის უნარი, მოქნილობა და ახალ ინდუსტრიულ გარემოსთან სწრაფად ადაპტირების შესაძლებლობა;
პროცესების ნულიდან ჩამოყალიბების, განვითარებისა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი დინამიკურ, სტარტაპის ტიპის გარემოში.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას წარმოების მმართველი მენეჯერის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი FMCG კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე.