HRSPACE-Black-logo
ბორჯომი

წარმოების მმართველი მენეჯერი

EmploymentFull-time
FormatOn-site
Experience7-10 წელი
Deadline14.10.2026
SalaryNegotiable

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას წარმოების მმართველი მენეჯერის პოზიციაზე.

 

  • სამუშაო ადგილი: სოფელი ყვიბისი
    სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
  • ბონუსი: წლიური ხელფასის 15%;

 

დამატებითი ბენეფიტები:

 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ტელეფონი;
  • ავტომობილი და საწვავის ხარჯების ანაზღაურება;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • კვება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით;
  • საწარმოო მიმართულებით 8-10 წლიანი სამშაო გამოცდილება, მათ შორის 4–5 წელი წარმოების დირექტორის, წარმოების მენეჯერის, ქარხნის დირექტორის, საწარმოო ოპერაციების ხელმძღვანელის ან წარმოების უფროსის მოადგილის პოზიციაზე;
  • მსხვილი საწარმოო გუნდის მართვის გამოცდილება, სასურველია, გუნდი მოიცავდეს 50-ზე მეტ თანამშრომელს;
  • უწყვეტი, მრავალცვლიანი და მრავალპროდუქტიანი წარმოების სრული ციკლის მართვის გამოცდილება;
  • წარმოების დაგეგმვის, რესურსების განაწილებისა და საწარმოო გეგმის შესრულების უზრუნველყოფის გამოცდილება;
  • წარმოების ძირითადი მაჩვენებლების  წარმადობის, ხარისხის, დანაკარგების, ნარჩენებისა და მოცდენის  მონიტორინგისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
  • საწარმოო ხაზების მუშაობის პრინციპებისა და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
  • ხარისხის, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
  • მართვის მოწმობა.

მნიშვნელოვანია: პროცესების ოპტიმიზაციისა და უწყვეტი გაუმჯობესების მეთოდოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება Lean Manufacturing, Operational Excellence, FOS ან მსგავსი მიდგომები.

სასურველია: Lean Manufacturing, Six Sigma, Operational Excellence, HACCP, ISO 22000 ან FSSC 22000 მიმართულებით გავლილი ტრენინგები ან სერტიფიკატები

 

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

  • საწარმოო ოპერაციების სრული მართვა და უწყვეტი, მრავალცვლიანი წარმოების გეგმების დროულად შესრულების უზრუნველყოფა;
  • საწარმოო ხაზების მუშაობის, ტექნოლოგიური რეჟიმებისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
  • წარმოების ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი, წარმადობის გაუმჯობესება და დანაკარგებისა და მოცდენის შემცირება;
  • პროდუქციის ხარისხის, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • წყლის დამუშავების, CIP/COP დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცესების ზედამხედველობა;
  • დაახლოებით 140 თანამშრომლისგან შემდგარი საწარმოო გუნდის მართვა, ცვლების კოორდინაცია და ხელმძღვანელების განვითარება;
  • ინჟინერიის, ტექნიკური მომსახურების, ხარისხის, დაგეგმვისა და ლოგისტიკის გუნდებთან თანამშრომლობა საწარმოო პრობლემების გადასაჭრელად;
  • პროცესების გაუმჯობესებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროექტების კოორდინაცია;
  • საწარმოო დოკუმენტაციისა და მიკვლევადობის ჩანაწერების წარმოების უზრუნველყოფა, მენეჯერული ანგარიშგებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • საწარმოო პროცესების წარდგენა უცხოელ სტუმრებსა და პარტნიორებთან პროფესიულ შეხვედრებში.
  • პიროვნული უნარები

  • ლიდერობა და დიდი გუნდის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება;
  • შედეგზე, ხარისხსა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა;
  • გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მაღალი დატვირთვის პირობებში ემოციური სტაბილურობა;
  • თანამშრომლების განვითარების, მოტივირებისა და ნდობის ჩამოყალიბების უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით.

 


Other vacancies