HRSPACE-Black-logo
თბილისი

მიმღების ადმინისტრატორი

დასაქმებასრული განაკვეთი
ფორმატიადგილზე
გამოცდილება1 წელი
ხელფასი1000-1300 ₾

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სასტუმროსთვის ეძებს მიმღებ-ადმინისტრატორს თბილისში.

 

  • ანაზღაურება: 1000-1300 ლარი და ბონუსები
  • ლოკაცია: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: 2/2, 2 დღე – დღის ცვლა, 09:00-21:00; 2 დღე დასვენება, 2 დღე – ღამის ცვლა, 21:00-09:00; შემდეგ 2 დღე დასვენება.
  • დამატებითი ბენეფიტები: ჯანრმთელობის დაზღვევა

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსს პოზიციაზე, სასტუმროში ან მომსახურების სფეროში ადმინისტრატორის ან მიმღების პზიციაზე;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა A2-B1 დონეზე;
  • სასურველია  Opera, Fidelio ან მსგავსს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

 

სამუშაო აღწერილობა:

 

  • სტუმრების რეგისტრაციის (Check-in) და გაცილების (Check-out) პროცედურების სრულყოფილად განხორციელება, შესაბამისი ელექტრონული სისტემისა და სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
  • სტუმრის ჯავშნის, პირადი მონაცემების, განთავსების პირობებისა და სპეციალური მოთხოვნების შემოწმება, დამუშავება და შესაბამის სისტემაში (Opera/PMS) სწორად ასახვა.
  • სასტუმროს ნომრების ხელმისაწვდომობისა და სტატუსების კონტროლი და სტუმრის საჭიროებების შესაბამისად ნომრის მინიჭება.
  • სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის სასტუმროს ნომრების, სერვისების, სივრცეების, ფასების, ხელმისაწვდომობისა და მოქმედი შეთავაზებების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრის საჭიროებების/ინტერესების იდენტიფიცირება და სასტუმროს დამატებითი სერვისებისა და პროდუქტების აქტიური შეთავაზება (Upselling/Cross-selling), მათ შორის ნომრის მაღალი კატეგორიის, Late Checkout-ის, რესტორნის და სხვა ხელმისაწვდომი მომსახურებების შეთავაზება.
  • სტუმართა საჩივრების, შენიშვნებისა და მოთხოვნების მიღება, ეფექტური მართვა, კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის გადაწყვეტა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია.
  • შემოსული რეზერვაციების, სატელეფონო ზარების, წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა ტიპის კორესპონდენციის დროული და პროფესიონალური მართვა.
  • სტუმრებისთვის საჭირო სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, გასაღებების, ბარათებისა და სხვა აუცილებელი ინვენტარისა და ინფორმაციის მომზადება და დამუშავება.
  • სასტუმროს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა სტუმრის მოთხოვნების, მომსახურებისა და მიმდინარე საოპერაციო საკითხების დროულად შესრულების მიზნით.
  • ცვლის დაწყებისა და დასრულების პროცედურების სრულყოფილად განხორციელება, მათ შორის ცვლის გადაბარება, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფიქსირება და შესაბამისი თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გაზიარება.
  • სასტუმროს სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება დადგენილი სტანდარტებისა და ფინანსური წესების შესაბამისად, მათ შორის სტუმრის ანგარიშის, დამატებითი მომსახურებებისა და გადახდების სწორად ასახვა.
  • ტექნიკური, უსაფრთხოების ან სხვა საოპერაციო პრობლემების დროული იდენტიფიცირება, შესაბამის პასუხისმგებელ პირთან შეტყობინება და საჭიროების შემთხვევაში საკითხის მოგვარების პროცესის კონტროლი.
  • სასტუმროს მომსახურების ხარისხისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების მიზნით პრობლემების, სტუმრების უკუკავშირისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ ინიციატივების შეთავაზება.

 

 

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ენერგიულობა

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.

 

 

გისურვებთ წარმატებას!

 


სხვა ვაკანსიები