რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სასტუმროსთვის ეძებს ადმინისტრატორს გუდაურში
- ადგილმდებარეობა: გუდაური;
- სამუშაო გრაფიკი: 4/4, 2 დღე – დღის ცვლა, 09:00-21:00; 2 დღე – ღამის ცვლა, 21:00-09:00; შემდეგ 4 დღე დასვენება;
- ბენეფიტები: ჯანრმთელობის დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება, საცხოვრებელი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, თუმცა არა აუცილებელი 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსს პოზიციაზე;
- აუცილებელია ინგლისურ ენას A2-B1 დონეზე ცოდნა;
- სასურველია , თუმცა არა აუცილებელი Opera, Fidelio ან მსგავსს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო აღწერილობა:
- სასტუმროს თანამშრომლებსა და სტუმრებთან თავაზიანი, პროფესიონალური და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
- სტუმრების რეგისტრაციის (Check-in) და გაცილების (Check-out) პროცედურების სრულყოფილად განხორციელება, შესაბამისი ელექტრონული სისტემისა და სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
- სტუმრის ჯავშნის, პირადი მონაცემების, განთავსების პირობებისა და სპეციალური მოთხოვნების შემოწმება, დამუშავება და შესაბამის სისტემაში (Opera/PMS) სწორად ასახვა;
- სასტუმროს ნომრების ხელმისაწვდომობისა და სტატუსების კონტროლი და სტუმრის საჭიროებების შესაბამისად ნომრის მინიჭება;
- სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის სასტუმროს ნომრების, სერვისების, სივრცეების, ფასების, ხელმისაწვდომობისა და მოქმედი შეთავაზებების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმრის საჭიროებების/ინტერესების იდენტიფიცირება და სასტუმროს დამატებითი სერვისებისა და პროდუქტების აქტიური შეთავაზება (Upselling/Cross-selling), მათ შორის ნომრის მაღალი კატეგორიის, Late Check-out-ის, კვების პაკეტების, რესტორნის, ბარის, Spa-სა და სხვა ხელმისაწვდომი მომსახურებების შეთავაზება;
- სტუმართა საჩივრების, შენიშვნებისა და მოთხოვნების მიღება, ეფექტური მართვა, კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის გადაწყვეტა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
- შემოსული რეზერვაციების, სატელეფონო ზარების, წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა ტიპის კორესპონდენციის დროული და პროფესიონალური მართვა;
- სასტუმროს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა სტუმრის მოთხოვნების, მომსახურებისა და მიმდინარე საოპერაციო საკითხების დროულად შესრულების მიზნით;
- სასტუმროს სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება დადგენილი სტანდარტებისა და ფინანსური წესების შესაბამისად, მათ შორის სტუმრის ანგარიშის, დამატებითი მომსახურებებისა და გადახდების სწორად ასახვა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ენერგიულობა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით
გისურვებთ წარმატებას!