HRSPACE-Black-logo
თბილისი

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

დასაქმებასრული განაკვეთი
ფორმატიჰიბრიდული
გამოცდილება4 წელი
ხელფასი3000-4500 ₾ + Bonus

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც საქმიანობს კორპორატიული კვების წარმოებისა და მიწოდების მიმართულებით, ეძებს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თბილისში.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი; შესაძლებელია მოქნილი გრაფიკისა და ჰიბრიდული სამუშაო ფორმატის განხილვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-5-წლიანი გამოცდილება გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, უფროსი გაყიდვების მენეჯერის ან გუნდის ლიდერის პოზიციაზე;
  • სასურველია კორპორატიული/B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია გაყიდვების სრული ციკლის მართვის პრაქტიკული გამოცდილება კლიენტის მოძიებიდან და კვალიფიკაციიდან მოლაპარაკებების წარმართვამდე, გარიგების დახურვასა და კლიენტების პორტფელის შემდგომ მართვამდე;
  • აუცილებელია გაყიდვების ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
  • აუცილებელია მონაცემებზე, ანალიტიკასა და ფაქტობრივ შედეგებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
  • სასურველია გაყიდვების გეგმის შემუშავების ან აღნიშნულ პროცესში აქტიური მონაწილეობის გამოცდილება;
  • სასურველია KPI სისტემის შემუშავების ან დანერგვის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
  • აუცილებელია რუსული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი, თუმცა ეს არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას.

 

სამუშაო აღწერილობა:

 

  • გაყიდვების არსებული სისტემისა და კლიენტების პორტფელის შეფასება;
  • გაყიდვების სტრატეგიის, გეგმებისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • კორპორატიული კვების მიწოდების მიმართულების განვითარება;
  • ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება და მოზიდვა;
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა პოტენციური კლიენტების მოძიება და კვალიფიკაცია, მოლაპარაკებების წარმართვა, კომერციული შეთავაზებების მომზადება, პირობების შეთანხმება და გარიგებების დახურვა;
  • არსებული კლიენტების პორტფელის განვითარება და კონტროლი;
  • კომპანიებთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება დამატებითი გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით;
  • პარტნიორული და სამოტივაციო მოდელების შემუშავება, მათ შორის საკომისიო თანამშრომლობის ფორმატის დანერგვა;
  • კომპანიის ქეითერინგული მომსახურების აქტიური გაყიდვა და სხვადასხვა ღონისძიებაში კომპანიის მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • გაყიდვების გეგმების ფორმირება და მათი შესრულების კონტროლი;
  • დეპარტამენტის KPI სისტემის შემუშავება ან აღნიშნულ პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი და მიღებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება;
  • მიმართულების ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგების მომზადება;
  • გაყიდვების მენეჯერის ხელმძღვანელობა და შემდგომ ეტაპზე გაყიდვების გუნდის ფორმირება, განვითარება და მართვა.

 

პიროვნული თვისებები:

 

  • გამოკვეთილი ლიდერული უნარები;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • კონკრეტულ და გაზომვად შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • სისტემური და სტრუქტურირებული მიდგომა;
  • გადაწყვეტილებების თავდაჯერებულად მიღების უნარი;
  • ციფრებსა და კომერციულ მაჩვენებლებზე ორიენტირებულობა;

 

დამატებითი დეტალები:

კომპანია უზრუნველყოფს სამსახურებრივ შეხვედრებთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი ანაზღაურდება. პირადი ავტომობილის არქონის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს საქმიან შეხვედრებთან დაკავშირებული ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას.

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.


სხვა ვაკანსიები