HRSPACE-Black-logo
ბათუმი

საინჟინროს მიმართულების მენეჯერი

დასაქმებასრული განაკვეთი
ფორმატიადგილზე
გამოცდილება5 წელი
ვადა01.09.2026
ხელფასიშეთანხმებით

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს, ეძებს საინჟინროს მიმართულების მენეჯერს ბათუმში

 

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00 -18:00

დამატებითი ბენეფიტები: ავტომობილი, საწვავი, მობილური ტელეფონი, კორპორატიული ნომერი, ჯანმრთელობის დაზღვევა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის ან მომიჯნავე საინჟინრო მიმართულები;
  • აუცილებელია მინიმუმ 5-7 წლიანი საიჯინრო გამოცდილება შემდეგი დარგებიდან მძიმე წარმოება, ენერგეტიკა, FMCG / პროცესული წარმოება, ინდუსტრიული ლოგისტიკა, აეროპორტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება შემდეგ პოზიციებზე : საინჟინრო სამსახურის მენეჯერი ან ტექნიკური დირექტორი ან ტექნიკური სამსახურის მენეჯერი ან ტექნიკური მომსახურების (Maintenance) მენეჯერი ან საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან მთავარი ინჟინერი ან საინჟინრო ჯგუფის უფროსი ან ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი
  • აუცილებელია მექანიკური ან ელექტროინჟინერიის მიმართულებით ცოდნა
  • აუცილებელია ტექნიკური მომსახურებისა (Maintenance) და აქტივების მართვის გამოცდილება
  • მნიშვნელოვანია საინჟინრო KPI-ების მონიტორინგისა და ანალიზის გამოცდილება
  • აუცილებელია ბიუჯეტირების, ხარჯების კონტროლისა და კაპიტალური პროექტების მართვის ცოდნა
  • აუცილებელია უსაფრთხოების, ტექნიკური სტანდარტებისა და შესაბამისი რეგულაციების ცოდნაელია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;

 

სამუშაო აღწერა:

 

  • ტერმინალის საინჟინრო სამსახურისა და ტექნიკური ოპერაციების მართვა;
  • ტერმინალის დანადგარების, აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური გამართულობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა;
  • პრევენციული და გეგმური ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • ტექნიკური მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია Reliability-Centered Maintenance (RCM) პრინციპების შესაბამისად;
  • დანადგარების უწყვეტი ხელმისაწვდომობისა და ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
  • სათადარიგო ნაწილების მარაგების, შესყიდვის პროცესისა და ხარჯების ეფექტიანი მართვა;
  • შესყიდვების დეპარტამენტთან თანამშრომლობა ტექნიკური აღჭურვილობისა და მომსახურების მომწოდებლების შერჩევის პროცესში;
  • ახალი ტექნიკური აღჭურვილობისა და კაპიტალური საინვესტიციო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საინჟინრო მიმართულების KPI-ების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;
  • საინჟინრო ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაციის ინიციატივების განხორციელება;
  • საინჟინრო მიმართულებით უსაფრთხოების, ხარისხის, საკანონმდებლო და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • გარე კონტრაქტორებისა და ტექნიკური მომსახურების მომწოდებლების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები