რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სასტუმროსთვის ეძებს IT მხარდაჭერის სპეციალისტს გუდაურში.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სასტუმროსთვის ეძებს IT მხარდაჭერის სპეციალისტს გუდაურში.
ადგილმდებარეობა: გუდაური
სამუშაოგრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
დამატებითი ბენეფიტები: ჯანრმთელობის დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება, საცხოვრებელი, კორპორატიული ნომერი
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
მნიშვნელოვანია შესაბამის სფეროში პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
IT ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება;
კომპიუტერული ტექნიკის, პრინტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების დიაგნოსტიკისა და გამართვის ცოდნა;
Windows ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების ინსტალაცია-კონფიგურაციის გამოცდილება;
ქსელური ინფრასტრუქტურის საბაზისო ცოდნა: LAN, Wi-Fi, TCP/IP და Switch-ები;
მომხმარებლების, ანგარიშებისა და წვდომების მართვის გამოცდილება;
IT ინვენტარის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და წვდომების აღრიცხვის გამოცდილება;
სასურველია CCTV-ის, ელექტრონული საკეტების, IP ტელეფონიის, ტელევიზიისა და აუდიო-ვიზუალური სისტემების მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
სამუშაოაღწერილობა:
სასტუმროს კომპიუტერული ტექნიკის, სამუშაო სადგურების, პრინტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა, დიაგნოსტიკა, გამართვა და მცირე ხარვეზების აღმოფხვრა;
კომპიუტერული ტექნიკის აწყობა-დაშლა, ოპერაციული სისტემებისა და საჭირო პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება;
სასტუმროს თანამშრომლების ყოველდღიური IT მხარდაჭერა, ტექნიკურ საკითხებზე კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში სტუმრების ტექნიკური მოთხოვნების მომსახურება;
Opera, Micros და სხვა სასტუმროს პროგრამულ სისტემებში მომხმარებლების შექმნა/დეაქტივაცია, უფლებებისა და წვდომების მართვა და პროგრამებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მხარდაჭერა;
სასტუმროს ტელეფონიის, ტელევიზიის, ფონური მუსიკის, სარეკლამო ეკრანების, CCTV-სა და ელექტრონული საკეტების სისტემების მონიტორინგი, პირველადი დიაგნოსტიკა და ტექნიკური მხარდაჭერა;
სასტუმროს ქსელური ინფრასტრუქტურის, Wi-Fi მოწყობილობების, Switch-ების, ქსელური წერტილებისა და კაბელების მონიტორინგი, ტესტირება და მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
სასერვერო სივრცისა და სერვერული აპარატურის მდგომარეობის კონტროლი, ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში კომპონენტების შემოწმება/ჩანაცვლება;
ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში შესაბამის IT კომპანიასთან კომუნიკაცია, პრობლემის დეტალური აღწერა, ტექნიკური დავალებების შესრულება და პრობლემის მოგვარების პროცესის კოორდინაცია;
საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეების აუდიო-ვიზუალური ტექნიკის გამართვა, ასევე IT ინფრასტრუქტურის მოწყობის, რემონტისა და ახალი სივრცეების ტექნიკურ სამუშაოებში მონაწილეობა;
IT ინვენტარისა და სახარჯი მასალების აღრიცხვა და მარაგების კონტროლი, საჭირო შესყიდვების ინიცირება, ტექნიკური დოკუმენტაციის/წვდომების მართვა და ინფორმაციული უსაფრთხოების წესების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ტექნიკური პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ;
დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
გუნდური მუშაობისა და გარე IT პროვაიდერებთან ეფექტიანი კოორდინაციის უნარი;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი ბანკისთვის აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის აქტივ პასივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი სასმელების მწარმოებელი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას წარმოების მმართველი მენეჯერის პოზიციაზე.