HRSPACE-Black-logo
ბათუმი

CRM მენეჯერი ბათუმში

დასაქმებასრული განაკვეთი
გამოცდილება1 წელი
ვადა20.08.2026
ხელფასიშეთანხმებით

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიისთვის ბათუმში აცხადებს ვაკანსიას CRM მენეჯერის პოზიციაზე

 

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00, ორშაბათი-პარასკევი)

 

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

 

  • აუცილებელია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ანალიტიკის ან მონაცემთა (ციფრები, გაყიდვები, ფინანსები) ანალიზის მიმართულებით;
  • აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • აუცილებელია Google Sheets-ის ცოდნა;
  • აუცილებელია დიდი მოცულობის რიცხვითი ინფორმაციის დამუშავების, სისტემატიზაციისა და ანალიზის ცოდნა და უნარები;
  • სასურველია ანალიტიკური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
  • სასურველია CRM-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული ენის B2-C1 დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა

 

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

 

  • CRM-სისტემის წარმოება და ადმინისტრირება;
  • გაყიდვების განყოფილების თანამშრომლების მიერ შეყვანილი მონაცემების სიზუსტისა და სისრულის კონტროლი;
  • თანამშრომლების მიერ CRM-ში მუშაობის დადგენილი წესების დაცვის შემოწმება;
  • გაყიდვების მიხედვით მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია და დამუშავება;
  • გაყიდვების ფაქტობრივი მაჩვენებლების შედარება გეგმურ და წინა პერიოდებთან;
  • გაყიდვების დინამიკის ანალიზი და ძირითადი დასკვნების მომზადება;
  • დიდი მოცულობის რიცხვითი ინფორმაციის დამუშავება;
  • რეგულარული ანალიტიკური ანგარიშების მომზადება Excel-სა და Google Sheets-ში;
  • ცხრილების, შემაჯამებელი ანგარიშების, გრაფიკებისა და სხვა ანალიტიკური მასალების ფორმირება;
  • გარიგებებსა და გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
  • ურთიერთქმედება გაყიდვების განყოფილებასთან, ბუღალტერიასთან და იურიდიულ განყოფილებასთან;
  • ხელმძღვანელისთვის აქტუალური ინფორმაციის მიწოდება განყოფილების მაჩვენებლებისა და მუშაობის შედეგების შესახებ.

 

პიროვნული უნარები:

 

  • ყურადღებიანობა / დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სიზუსტე საქმეში
  • სისტემური აზროვნება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დისციპლინა
  • დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი

 

დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:

 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ვაკანსიას გამოეხმაუროთ APPLY ღილაკზე გადასვლით:

 

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები