HRSPACE-Black-logo

ფინანსური მენეჯერი ბათუმში

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს, ეძებს ფინანსურ მენეჯერს ბათუმში

პოზიცია მოიაზრებს იერარქიულად მმართველ რგოლს საქართველოს რეგიონზე. დაექვემდებარება საერთაშორისო ფინანსურ დირექტორს.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00 -18:00

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის C1-C2 დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია მინიმუმ 5-7 წლიანი მენეჯერული სამუშაო გამოცდილება ფინანსური დირექტორის, მენეჯერის ან ფინანსური ჯგუფის უფროსის პოზიციაზე;
  • აუცილებელია ადგილობრივი ბუღალტრული და საგადასახადო რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა;
  • აუცილებელია საბუღალტრო მიმართულების მართვის გამოცდილება;
  • აუცილებელია ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
  • აუცილებელია IFRS სტანდარტების კარგი ცოდნა;
  • აუცილებელია MS EXCEL სრულყოფილად ცოდნა;
  • მნიშნველოვანია გამოცდილება აუდიტორებთან, ბანკებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან;
  • სასურველია SAP ან Oracle სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

 

 სამუშაო აღწერილობა:

 

  • ყოველკვირეული, ყოველთვიური და წლიური ფინანსური ანგარიშგებება და რეპორტინგის წარმოება ადგილობრივი GAAP-ისა და IFRS-ის შესაბამისად, მათ შორის დამატებითი (ad-hoc) ანგარიშგებები;
  • წლიური ბიუჯეტირების და რამდენიმე წლიანი ფინანსური პროგნოზირების პროცესის ხელმძღვანელობა;
  • მომგებიანობის, ხარჯების კონტროლისა და ფინანსური შედეგების ანალიზის განხორციელება;
  • კაპიტალური ხარჯების მონიტორინგი და ფულადი ნაკადების პროგნოზების მართვა;
  • ადგილობრივ საგადასახადო კანონმდებლობასთან და სავალდებულო ანგარიშგების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • შიდა კონტროლის სისტემების შენარჩუნება და გაუმჯობესება;
  • კოორდინაცია გაუწიოს სათაო ოფისის ფუნქციებს (კონტროლი, ხაზინა, იურიდიული, საგადასახადო);
  • შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა;
  • ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მენეჯმენტისთვის სტრატეგიული რეკომენდაციების მომზადება;
  • მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მხარდაჭერა ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების მეშვეობით;
  • შესყიდვების პროცესებში ჩართულობა (ვენდორების შეძენა, აკრედიტაცია, გადახდისუნარიანობის შემოწმება);
  • ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა, აღრიცხვა, კაპიტალიზება, სისტემაში ასახვა;

 

პიროვნული თვისებები:

 

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სწრაფი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლიდერული უნარები;
  • მკაცრი ვადების დაცვის უნარი;
  • ორგანიზაციული და კოორდინაციის უნარები;

 

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეზიუმეს წარდგენით თქვენ ანიჭებთ შპს „ეიჩარ სფეისს“ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს შრომის კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ და გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დამსაქმებელ კომპანიასთან თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება მხოლოდ HR SPACE-ში გასაუბრების გავლისა და თქვენი ცალსახა თანხმობის საფუძველზე.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

Requirements:

Job Type:

Full-time

Experience:

5 Years

Location:

Batumi, Georgia

Job Format:

On-site

Personal requirements:

Other vacancies

ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი

Full-time

Remote

1 Year

1000-1500 USD + Bonuss

დასრულების დრო:

04/08/2026

Executive General Manager (Resort)

Full Time

On Site

3-5 Years

8000-10000 EUR

დასრულების დრო:

04/07/2026

საჭრელი დანადგარის (გილიოტინის) ოპერატორი

Full-time

On-site

Not required

1300-2000 GEL

დასრულების დრო:

03/24/2026

ციფრული ბანკინგის ხელმძღვანელი

Full-time

On-site

4 Years

დასრულების დრო:

03/18/2026

ფინანსური მენეჯერი ბათუმში

Full-time

On-site

5 Years

10 000 GEL

დასრულების დრო:

03/09/2026

სტაჟირება-სწავლებით რეკრუტინგში

Full-time

On-site

No experience

დასრულების დრო:

02/25/2026