HRSPACE-Black-logo

საჭრელი დანადგარის (გილიოტინის) ოპერატორი

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი პოლიგრაფიული საწარმოსთვის ეძებს კანდიდატს საჭრელი დანადგარის ( გილიოტინას) ოპერატორის პოზიციაზე

 

ვეძებთ როგორც გამოცდილ, ისე  გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს. თუკი გაქვთ ტექნიკური უნარები და ფიზიკური მზაობა, კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში შეგასწავლოთ ახალი პროფესია.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – შაბათი

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • საბაზისო ცოდნა ტექნიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების შესახებ;
  • მარტივი მოწყობილობების და ინსტრუმენტების სამომხმარებლო დონეზე გამოყენების შესაძლებლობა ( ჩართვა/გამორთვა,რეგულირება);
  • საბაზისო ცოდნა შრომის უსაფრთხოების წესების და ძირითადი რისკების შესახებ;
  • მარტივი საზომი ერთეულების (მმ, სმ) გამოყენების ცოდნა;
  • ფიზიკური მზაობა;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სტამბაში ან წარმოებაში დანადგარზე მუშაობის გამოცდილება ( გილიოტინას დანადგართან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად).

 

 

 ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • საბეჭდი/პოლიგრაფიული პროდუქციის ჭრა განსაზღვრული ზომებისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად;
  • მასალის (ქაღალდი, მუყაოს) მომზადება ჭრისთვის;
  • ჭრის სრული პროცესის მართვა და ჭრის ხარისხის კონტროლი;
  • დანადგარის რეგულარი მოვლა, როგორც ვიზუალური სისუფთავის, ასევე ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობა ( გასაუბრებაზე შემიძლია გავიარო)

 

 

პიროვნული უნარები:

 

  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ტექნიკური დავალებების მარტივად გაგების უნარი
  • სწრაფად ადაპტაციის და ათვისების უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე APPLY ღილაკზე გადასვლით

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეზიუმეს წარდგენით თქვენ ანიჭებთ შპს „ეიჩარ სფეისს“ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს შრომის კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ და გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დამსაქმებელ კომპანიასთან თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება მხოლოდ HR SPACE-ში გასაუბრების გავლისა და თქვენი ცალსახა თანხმობის საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

 

Requirements:

Job Type:

Full-time

Experience:

Not required

Location:

თბილისი

Job Format:

On-site

Personal requirements:

Other vacancies

ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი

Full-time

Remote

1 Year

1000-1500 USD + Bonuss

დასრულების დრო:

04/08/2026

Executive General Manager (Resort)

Full Time

On Site

3-5 Years

8000-10000 EUR

დასრულების დრო:

04/07/2026

საჭრელი დანადგარის (გილიოტინის) ოპერატორი

Full-time

On-site

Not required

1300-2000 GEL

დასრულების დრო:

03/24/2026

ციფრული ბანკინგის ხელმძღვანელი

Full-time

On-site

4 Years

დასრულების დრო:

03/18/2026

ფინანსური მენეჯერი ბათუმში

Full-time

On-site

5 Years

10 000 GEL

დასრულების დრო:

03/09/2026

სტაჟირება-სწავლებით რეკრუტინგში

Full-time

On-site

No experience

დასრულების დრო:

02/25/2026