HRSPACE-Black-logo

სატვირთოს მძღოლი / დასაქმება საზღვარგარეთ

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE პარტნიორი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიისთვის ეძებს ტრაილერის მძღოლებს ლიტვაში დასასაქმებლად.

 

  • სამუშაო ადგილი: ქ. კაუნასი, ლიტვა
  • სამუშაო გრაფიკი: EU/ლიტვის სატრანსპორტო რეგულაციების შესაბამისად (ტაქოგრაფის წესებით)
  • ანაზღაურება: გამოცდილი მძღოლი: 3000€ წმინდა + 500€ ბონუსი 11 თვის შემდეგ; გამოუცდელი მძღოლი: 2700€ წმინდა (მე-4 თვიდან 3000€) + 500€ ბონუსი 11 თვის
  • შემდეგ.ფორმატი: სრულ განაკვეთზე, საზღვარგარეთ

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილი კანდიდატებისთვის (აუცილებელია):

  • CE კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტი;
  • ციფრული ტაქოგრაფის ბარათი (Driver Card);
  • მინიმუმ 12 თვიანი პროფესიული გამოცდილება სატვირთო გადაზიდვებში;
  • მძღოლის სამედიცინო ცნობა;
  • რუსული ან ინგლისური ენის მინიმალური სამუშაო ცოდნა (A2–B1).

გამოუცდელი კანდიდატებისთვის (აუცილებელია):

  • CE კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტი;
  • ციფრული ტაქოგრაფის ბარათი;
  • მოტივაცია იმუშაოს საერთაშორისო გადაზიდვებში ევროპაში;
  • მზადყოფნა გაიაროს 3 კვირიანი ონლაინ ტრენინგი + 1 კვირა ადგილზე ლიტვაში (გამოცდით);
  • რუსული ან ინგლისური ენის მინიმალური სამუშაო ცოდნა (A2–B1).

 

 

სასურველია (პლუსი):

  • Code 95 (Driver CPC);
  • ADR სერტიფიკატი;
  • ტაქოგრაფის, ტვირთის დამაგრების, H&S, პირველადი დახმარების ტრენინგები.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განხორციელება დადგენილი მარშრუტებით (ძირითადად გერმანია);
  • სატვირთო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და საგზაო წესების დაცვა;
  • ტაქოგრაფის რეგულაციების დაცვა (მართვის დრო, შესვენება, დასვენება);
  • ტვირთის სწორად დამაგრება და ტრანსპორტირების მონიტორინგი;
  • სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციის შევსება და მართვა;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და პრობლემების დროული შეტყობინება;
  • ლოგისტიკის გუნდთან რეგულარული კომუნიკაცია;
  • საჭირო ტრენინგებში მონაწილეობა (Code 95 და სხვა)

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლიანი და სანდო;
  • დისციპლინირებული და წესების დამცველი;
  • პუნქტუალური და ორგანიზებული;
  • სტრესგამძლე;
  • უსაფრთხოებაზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური და პრობლემების გადამჭრელი.

 

რისთვის უნდა იყოს მზად კანდიდატი:

 

  • ოფიციალურად დასაქმება საზღვარგარეთ (ლიტვა);
  • საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შეცვლა;
  • მიგრაციის დოკუმენტაციის პროცესში მონაწილეობა;
  • გამოცდის გავლა (სატესტო მართვა: 40° პარკირება, 90° რემპა, ქალაქში მართვა);
  • გამოცდის შემდეგ 2 დღიანი თეორიული ტრენინგი (EU რეგულაციები + Code 95).

 

დამატებითი მხარდაჭერა:

  • საცხოვრებლის მხარდაჭერა;
  • დოკუმენტაციის სრული ასისტირება;
  • მიგრაციისთვის საჭირო ხარჯების დაფარვა (უმეტეს შემთხვევაში).

 

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება: რეზიუმეს წარდგენით თქვენ ანიჭებთ შპს „ეიჩარ სფეისს“ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი მონაცემები შერჩევის პროცესის მიზნებისთვის. მონაცემები გადაეცემა დამსაქმებელს მხოლოდ HR SPACE-ში გასაუბრების გავლისა და თქვენი თანხმობის საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

Requirements:

Job Type:

Full-time

Experience:

1 Year

Location:

ლიტვა

Job Format:

On-site

Personal requirements:

Other vacancies

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

Full-time

On-site

3 Years

Negotiable

დასრულების დრო:

04/14/2026

ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი

Full-time

Remote

1 Year

1000-1500 USD + Bonuss

დასრულების დრო:

04/08/2026

Executive General Manager (Resort)

Full Time

On Site

3-5 Years

8000-10000 EUR

დასრულების დრო:

04/07/2026

საჭრელი დანადგარის (გილიოტინის) ოპერატორი

Full-time

On-site

Not required

1300-2000 GEL

დასრულების დრო:

03/24/2026

ციფრული ბანკინგის ხელმძღვანელი

Full-time

On-site

4 Years

დასრულების დრო:

03/18/2026

ფინანსური მენეჯერი ბათუმში

Full-time

On-site

5 Years

10 000 GEL

დასრულების დრო:

03/09/2026