HRSPACE-Black-logo

Sales Manager

🎯 რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი ლოგისტიკური კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

👉 ვაკანტური პოზიციის დასახელება: ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი

🔹 სამუშაო განრიგი: ორშ-პარ 10:00-19:00
🔹ადგილმდებარეობა: თბილისი
🔹 ანაზღაურება: 2500–3000 ლარი (NET) + ბონუსი

🎯 აუცილებელი მოთხოვნები და ცოდნა:

* უმაღლესი განათლება
• აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკურ ან ფორვარდერ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის ანდა ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე;
* აუცილებელია კლიენტებტან მოლაპარაკებების წარმართვისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების გამოცდილება ;
* აუცილებელია ახალი პოტენციური კლიენტების მოძიებისა და ახალი არხების დამუშავების გამოცდილება;
* სასურველია კლიენტებისათვის საფასო შეთავაზებების ფორმირების გამოცდილება;
* აუცილებელია MS Office, MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება;
* აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;

🎯 ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

* პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების/მოთხოვნების იდნეტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან შეკითხვების გადამისამართება შემოდგომი დამუშავებისთვის;
* ახალი პარტნიორებისა და მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
* ლოგისტიკის მენეჯერის მხარდაჭერით, დამკვეთის ინფორმირება გადაზიდვის დეტალებთან და თავისებურებებთან დაკავშირებით. შესაბამისი დოკუმენტაციის ორგანიზება;
* სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა, პოტენციური მომხმარებლების იდენთიფიცირება, მომხმარებელთა ბაზების შექმნა, მუდმივ განახლება და მართვა;
* კომპანიის ლოგისტიკური სერვისების გაყიდვების გეგმების შესრულება;
* საფასო შეთავაზებების ფორმირება;
* ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
* საოპერაციო გუნთან მჭიდრო კომუნიკაცია, რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი;
* გადახრების შემთხვევაში ლოგისტის და მენეჯმენტის საქმის კურსში ჩაყენება შეფერხების აღმოფხვრის მიზნით;
* საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

🎯 პიროვნული უნარები:

* ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
* პირადი და გუნდის მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული;
* ურთიერთთანამშრომლობის უნარი;

👉 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე t.gogochashvili@hrspace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

🎯 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს “ეიჩარ სფეისისთვის” გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.

👉 პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

#ვაკანსია #დასაქმება #ლოგისტიკა #გადაზიდვები #გაყიდვები #sales #vacancy #jobs #work #hiring #HRSpace #opentowork #LogisticManager#logistics #forwarder

აუცილებელი მოთხოვნები:

Job Type:

გამოცდილება:

მდებარეობა:

Job Format:

პიროვნული მოთხოვნები

სხვა ვაკანსიები

Sales Manager

Part-time

On-site

3 Years

03/27/2025

Project Manager

03/27/2025

Sales Manager

03/27/2025

Warehouse Manager

03/27/2025