HRSPACE-Black-logo

სერვის კონსულტანტი

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ავტომობილების ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, ეძებს სერვის კონსულტანტს თბილისში.

 

 

ანაზღაურება: 1500 ლარი (NET) + ბონუსი

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • აუცილებელია ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების საფუძვლიანი ცოდნა (მათ შორის ძირითადი კომპონენტების და სისტემების);
  • მნიშნველოვანია კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის B1-B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ავტო სფეროში (სადილერო კომპანიაში);
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ;

 

 სამუშაო აღწერილობა:

 

  • სერვისის ყოველთვიური გაყიდვების მოცულობის ზრდის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული დამატებითი სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება (Cross-Selling);
  • არსებულ კლიენტურ ბაზასთან აქტიური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
  • მომხმარებლების მიღება და პროფესიული კონსულტაციის გაწევა სერვის ცენტრში;
  • ავტომობილის მიღებისა და ჩაბარების პროცესის ეფექტური ორგანიზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნებისა და პრობლემების დეტალური შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება;
  • სამუშაო შეკვეთების (Job Order) შექმნა, მართვა და კონტროლი;
  • ტექნიკურ პერსონალთან ეფექტური კოორდინაცია;
  • მომხმარებლისთვის სერვისის პროცესის, ვადებისა და ხარჯების ამომწურავი განმარტება;
  • მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი და მომხმარებლის დროული ინფორმირება;
  • დასრულებული სამუშაოს შემდეგ ავტომობილის ჩაბარების პროცესის მართვა;
  • მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და უკუკავშირის სისტემატური მიღება;
  • არააქტიური ან კონკურენტთან გადანაცვლებული მომხმარებლების დაბრუნების სტრატეგიების განხორციელება;
  • სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმებზე მიღებულ შეკითხვებზე ოპერატიული და პროფესიული რეაგირება.

 

 

პიროვნული თვისებები:

 

  • აქტიური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება;
  • განვითარებაზე ორიენტირებული და მოტივირებული;
  • კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

 

დამატებითი ბენეფიტები: კორპორატიული ტელეფონი, სასაუბრო ლიმიტი, ჯანმრთელობის დაზღვევა

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას APPLY ღილაკზე გადასვლით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეზიუმეს წარდგენით თქვენ ანიჭებთ შპს „ეიჩარ სფეისს“ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს შრომის კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ და გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დამსაქმებელ კომპანიასთან თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება მხოლოდ HR SPACE-ში გასაუბრების გავლისა და თქვენი ცალსახა თანხმობის საფუძველზე.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

Requirements:

Job Type:

Full-time

Experience:

1 Year

Location:

თბილისი

Job Format:

On-site

Personal requirements:

Other vacancies

პიცის შეფი რეზორტზე

Full-time

On-site

2 Years

2000 GEL +

დასრულების დრო:

05/18/2026

შეფ დე პარტი | დემი შეფი (აზიური სამზარეულოს მიმართულებით)

Full-time

On-site

2 Years

2000 GEL +

დასრულების დრო:

05/18/2026

კაფეტერიის მზარეული რეზორტზე

Full-time

On-site

1 Year

1500 + გამოცდილების მიხედვით

დასრულების დრო:

05/18/2026

წინა ხაზის თანამშრომლები რეზორტზე თელავი/თბილისი

სეზონური

On-site

1 Year

1100-1500 GEL

დასრულების დრო:

05/18/2026

მიმტანი რეზორტზე თელავში

სეზონური

On-site

Not required

800-1200 GEL + Bonus & Tips

დასრულების დრო:

05/18/2026

აგრო კონსულტანტი თელავში

Full-time

1 Year

1000 GEL + Annual Bonus

დასრულების დრო:

05/18/2026