HRSPACE-Black-logo

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

რეკრუტინგული და ორგანიზაციული ჯგუფი HR SPACE-ი ერთ-ერთი პარტნიორი ბანკისათვის ეძებს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მინიმუმ 3–5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო საფინანსო სექტორში შემდეგი პოზიციებიდან:
    Head of Marketing / Marketing Manager; Brand Manager / Senior Brand Manager; PR & Communications Manager; Product Marketing Manager (Banking / Financial Services); Digital Marketing Manager;
  • აუცილებელია მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა ან შემუშავებაში მონაწილეობისა და განხორციელების  პრაქტიკული გამოცდილება (ბრენდის პოზიციონირება, საკომუნიკაციო სტრატეგია, კამპანიების დაგეგმვა და შესრულება)
  • აუცილებელია ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების მართვის გამოცდილება (ATL, BTL, Digital, PR)
  • IT გუნდებთან, პროგრამისტებთან, არქიტექტორებთან და სხვა ტექნიკურ გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება
  • ბრენდის მართვისა და რეპუტაციის ფორმირების პრაქტიკული გამოცდილება
  • აუცილებელია პროდუქტებთან დაკავშირებული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება (პროდუქტის პოზიციონირება, შეთავაზებების ფორმირება, კონკურენტული ანალიზი)
  • მნიშვნელოვანია კროსფუნქციურ გუნდებთან (პროდუქტი, გაყიდვები, IT, ოპერაციები) ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება
  • სასურვალია API ინტეგრაციების და ციფრული ბანკინგის ეკოსისტემის ცოდნა
  • ციფრული მარკეტინგის არხების (Social Media, Performance Marketing, Web, CRM) ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება
  • სასურველია PR და მედია ურთიერთობების მართვის გამოცდილება (კრიზისული კომუნიკაციის ჩათვლით)
  • მნიშვნელოვანია  მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება (KPI-ები, მარკეტინგის ეფექტურობის ანალიზი)
  • ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა;

 

სამუშაო აღწერა:

 

  • მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სტრატეგიული და ოპერაციული ხელმძღვანელობა, პროცესების სისტემური ანალიზი და გაუმჯობესება;
  • ბანკის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი;
  • წლიური და კვარტლური მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების ეფექტურობის შეფასება და შედეგებზე დაფუძნებული ოპტიმიზაცია;
  • ბაზრის კვლევა, მარკეტინგული შესაძლებლობების იდენტიფიკაცია და მათი რეალიზაციის ორგანიზება;
  • პროდუქტების განვითარებისა და გაუმჯობესების მარკეტინგული მხარდაჭერა, მათ შორის პოზიციონირება და კონკურენტული ფასების უზრუნველყოფა;
  • საფასო პოლიტიკის ფორმირება და მართვა ბაზრისა და კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით;
  • კლიენტების საჭიროებების კვლევა, მიზნობრივი სეგმენტაციის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა;
  • მედია არხების შერჩევა, მედია გეგმების შემუშავება და ინტეგრირებული კამპანიების მართვა
  • მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა, კოორდინაცია და ანალიზი;
  • ციფრული არხების (ვებგვერდი, სოციალური მედია და სხვა პლატფორმები) განვითარებისა და განახლების კოორდინაცია;
  • ბიუჯეტის, ვადებისა და პროექტების შესრულების კონტროლი და ანალიზი.

 

პიროვნული თვისებები:

 

  • სტრატეგიული აზროვნება და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბების უნარი
  • ძლიერი ლიდერული უნარები და გუნდის მართვის/განვითარების გამოცდილება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • კომუნიკაციის მაღალი კულტურა და მოლაპარაკებების უნარი
  • კროსფუნქციურ გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი
  • ცვლილებების მართვისა და ტრანსფორმაციის პროცესების წარმართვის უნარი
  • ინიციატივიანობა და პროაქტიული მიდგომა
  • კრეატიული აზროვნება და ინოვაციური ხედვა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • მაღალი პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვა
  • ემოციური ინტელექტი და ადამიანებთან მუშაობის მაღალი უნარი

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

  • შესაბამისი კვალიფიკაციის კანდიდატთან გნიხილება პროექტული თანამშროლობაც
  • ბენეფიტებისა და სხვა დეტალების გარშემო ინფორმაცია მიეწოდებათ შესაბამის კანდიდატებს ინტერვიუს ფარგლებში

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დატოვოთ თქვენი რეზიუმე APPLY ღილაკზე გადასვლით

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეზიუმეს წარდგენით თქვენ ანიჭებთ შპს „ეიჩარ სფეისს“ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს შრომის კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ და გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დამსაქმებელ კომპანიასთან თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება მხოლოდ HR SPACE-ში გასაუბრების გავლისა და თქვენი ცალსახა თანხმობის საფუძველზე.

 

Requirements:

Job Type:

Full-time

Experience:

3 Years

Location:

თბილისი

Job Format:

On-site

Personal requirements:

Other vacancies

პიცის შეფი რეზორტზე

Full-time

On-site

2 Years

2000 GEL +

დასრულების დრო:

05/18/2026

შეფ დე პარტი | დემი შეფი (აზიური სამზარეულოს მიმართულებით)

Full-time

On-site

2 Years

2000 GEL +

დასრულების დრო:

05/18/2026

კაფეტერიის მზარეული რეზორტზე

Full-time

On-site

1 Year

1500 + გამოცდილების მიხედვით

დასრულების დრო:

05/18/2026

წინა ხაზის თანამშრომლები რეზორტზე თელავი/თბილისი

სეზონური

On-site

1 Year

1100-1500 GEL

დასრულების დრო:

05/18/2026

მიმტანი რეზორტზე თელავში

სეზონური

On-site

Not required

800-1200 GEL + Bonus & Tips

დასრულების დრო:

05/18/2026

აგრო კონსულტანტი თელავში

Full-time

1 Year

1000 GEL + Annual Bonus

დასრულების დრო:

05/18/2026