HRSPACE-Black-logo

ციფრული ბანკინგის ხელმძღვანელი

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE-ი პარტნიორი განვითარებადი ბანკისთვის ეძებს ციფრული ბანკინგის ხელმძღვანელს

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია მინიმუმ 3–5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული ბანკინგის, ინტერნეტბანკინგის, ფინტექის ან შესაბამის ტექნოლოგიურ მიმართულებაში, მათ შორის ერთ-ერთ შემდეგ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: Head of Digital Products / Digital Banking Lead; Product Owner – Digital Banking / Mobile Banking; Fintech Product Manager; IT Project Manager (Banking Systems / Digital Channels); Digital Channels Manager / Digital Products Manager აან შესაბამისი გამოცდილება ციფრული საბანკო პროდუქტების განვითარების, მართვის ან დანერგვის მიმართულებით.
  • ციფრული საბანკო პროდუქტების განვითარების, დანერგვის ან მართვის პრაქტიკული გამოცდილება (Mobile Banking, Internet Banking, Digital Payments, Digital Onboarding და სხვა ციფრული არხები)
  • Agile / Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ციფრული პროდუქტების ან ტექნოლოგიური პროექტების განვითარებაში
  • IT გუნდებთან, პროგრამისტებთან, არქიტექტორებთან და სხვა ტექნიკურ გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება
  • საბანკო რეგულაციების, ინფორმაციული უსაფრთხოების და რისკების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა
  • გუნდის მართვისა და კროსფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ციფრული პროდუქტების სტრატეგიული განვითარების გამოცდილება
  • სასურველია მომხმარებლის გამოცდილების (UX/UI) გაუმჯობესების პროექტებში მონაწილეობა.
  • სასურვალია API ინტეგრაციების და ციფრული ბანკინგის ეკოსისტემის ცოდნა
  • ზრდისა და ციფრული არხების გამოყენების გაზრდის მიმართულებით სტრატეგიული ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება

 

სამუშაო აღწერილობა:

 

  • ინტერნეტბანკინგის არხის სტრატეგიის განვითარებისა და გაუმჯობესების გეგმის შემუშავება და განხორციელება.
  • ციფრული საბანკო პროდუქტებისა და ფუნქციონალების დაგეგმვა, განვითარება და დანერგვა მომხმარებელთა საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით
  • მომხმარებლის გამოცდილების (UX/UI) გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების დაგეგმვა და მართვა
  • ციფრული არხების გამოყენების ზრდის, მომხმარებელთა აქტივობის გაზრდისა და ციფრული პროდუქტების პოპულარიზაციის მიმართულებით ინიციატივების შემუშავება და განხორციელება
  • ინტერნეტბანკინგის პლატფორმის ყოველდღიური ოპერაციული მართვა, მონიტორინგი და სისტემის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • IT, პროდუქტების განვითარების, რისკების მართვისა და შესაბამისობის (Compliance) დეპარტამენტებთან მჭიდრო კოორდინაცია
  • ციფრული არხების უსაფრთხოების, საბანკო რეგულაციების და ბანკის შიდა პოლიტიკების შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • ბიზნესმოთხოვნების ანალიზი და მათი მომხმარებელზე ორიენტირებულ ციფრულ გადაწყვეტილებებად ტრანსფორმაცია
  • პროდუქტის განვითარების პროცესში ფუნქციონალური მოთხოვნების ფორმალიზება და მათი ეფექტური კომუნიკაცია ტექნიკურ გუნდებთან
  • Agile გუნდებთან (Scrum / Kanban) თანამშრომლობა ციფრული პროდუქტების სწრაფი და ეფექტური განვითარების უზრუნველსაყოფად
  • პროდუქტის განვითარების ამოცანების განსაზღვრასა და პრიორიტეტიზაციაში აქტიური მონაწილეობა.
  • მოკლევადიანი სამუშაო ციკლების (Sprint) დაგეგმვისა და Agile პროცესების მართვაში მონაწილეობა.
  • გუნდის მართვა, თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და შედეგების მონიტორინგი.
  • ციფრული პროდუქტების მომხმარებელთა ბაზის ზრდისა და ციფრული არხების გამოყენების გაზრდის მიმართულებით სტრატეგიული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურებასა და დამატებით ბენეფიტებზე კომუნიკაცია მოხდება შესაბამის კანდიდატებთან ინტერვიუს ფარგლებში.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე APPLY ღილაკზე გადასვლით

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეზიუმეს წარდგენით თქვენ ანიჭებთ შპს „ეიჩარ სფეისს“ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს შრომის კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.

 

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ და გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დამსაქმებელ კომპანიასთან თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება მხოლოდ HR SPACE-ში გასაუბრების გავლისა და თქვენი ცალსახა თანხმობის საფუძველზე.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

სამუშაოს ტიპი:

სრული განაკვეთი

გამოცდილება:

4 წელი

მდებარეობა:

თბილისი

სამუშაოს ფორმატი:

ადგილზე

პიროვნული მოთხოვნები

სხვა ვაკანსიები

ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი

სრული განაკვეთი

დისტანციური

1 წელი

1000-1500 USD + Bonuss

დასრულების დრო:

04/08/2026

Executive General Manager (Resort)

Full Time

On Site

3-5 Years

8000-10000 EUR

დასრულების დრო:

04/07/2026

საჭრელი დანადგარის (გილიოტინის) ოპერატორი

სრული განაკვეთი

ადგილზე

არ არის აუცილებელი

1300-2000 GEL

დასრულების დრო:

03/24/2026

ციფრული ბანკინგის ხელმძღვანელი

სრული განაკვეთი

ადგილზე

4 წელი

დასრულების დრო:

03/18/2026

ფინანსური მენეჯერი ბათუმში

სრული განაკვეთი

ადგილზე

5 წელი

10 000 GEL

დასრულების დრო:

03/09/2026

სტაჟირება-სწავლებით რეკრუტინგში

სრული განაკვეთი

ადგილზე

გამოცდილების გარეშე

დასრულების დრო:

02/25/2026